უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 მარტი, 2018 22:57
font-size

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას პასუხობს

რუსეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიროგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომელიც უწყების ვებგვერდზეა განთავსებული.

„კმაყოფილებით აღვნიშნავთ მასში გადმოცემულ განწყობას ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების პროცესის გაღრმავების შესახებ. არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ რუსეთი, როგორც მანამდე, დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღებით და მზადაა იმდენად შორს წავიდეს, რამდენადაც ამისთვის მზად იქნება თბილისი.

გიორგი კვირიკაშვილის მიერ ხსენებული სწრაფვა პროგრესისკენ ჟენევის დისკუსიებში იმედს გვაძლევს საქართველოს მხარის კონსტრუქციულობასთან დაკავშირებით, რაც მარტის ბოლოსთვის დაგეგმილ მორიგ რაუნდს უკავშირდება. დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი მიდგომა მხარდაჭერილი იქნებოდა მოლაპარაკებების დანარჩენი მონაწილეების მიერაც, იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას.

შეუძლებელია არ მივესალმოთ, ასევე, დეკლარირებულ მისწრაფებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირ დიალოგის შესახებ. სწორედ ასეთია ერთადერთი რეალური გზა იმ საკითხების დასარეგულირებლად, რომლებიც საქართველოს აწუხებს, რომელიც რუსეთ-საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის ფარგლებს გარეთ არსებობს. კერძოდ, ეს ეხება ცოტა ხნის წინანდელ ინციდენტს საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით, რაც მწუხარებას იწვევს“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს ლიეტუვის სეიმის სპიკერი ვიქტორას პრანკიეტისი ეწვია

15 დეკემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად მაღალი რანგის სტუმრებმა ჩამოსვლა დაიწყეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ საქართველოს ეწვია ლიეტუვის სეიმის სპიკერი ვიქტორას პრანკი

თელავის პარალელურად ოპოზიციის აქციების იქნება ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში - ზაალ უდუმაშვილი

15 დეკემბერი, 2018 , 16:40

„ნციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის მთავარი აქცია ხვალ თელავში გაიმართება, მსვლელობა კი თბილისიდან დაიწყება. მისივე ინფორმაციით, თელავის აქციის პარალელურად დემ

ქეთევან ციხელაშვილმა ბერლინში ვიზიტისას გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მდგომარეობაზე ისაუბრა

15 დეკემბერი, 2018 , 16:00

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ბერლინში სამუშაო ვიზიტით ყოფნისას ბუნდესტაგის დეპუტატებთან, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის საგარ

„ქართული ოცნებიდან“ რამდენიმე ადამიანს ველოდებით, რომ გადმოვიდეს ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებში“ - ადა მარშანია

15 დეკემბერი, 2018 , 16:00

„ქართული ოცნებიდან“ რამდენიმე ადამიანს ველოდებით, რომ გადმოვიდეს ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებში“, - განაცხადა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ადა მარშანიამ „პალიტრანიუ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მედლით დააჯილდოვა

15 დეკემბერი, 2018 , 16:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე პოლონეთში, გიორგი გამსახურდია პოლონეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრმა, იოაჰიმ ბრუჯინსკიმ ბრინჯაოს მედლით დააჯილდოვა. შსს-ს ინფორმაციით, ჯილდოზე ქართველ

ავლაბრის სასახლე უნდა გაიყიდოს, პრეზიდენტის სასახლე კი ქუთაისში უნდა იყოს - ზურაბ ჯაფარიძე

15 დეკემბერი, 2018 , 15:30

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის აზრით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლე არა თბილისში, არამედ ქუთაისში უნდა იყოს. ამის შესახებ ჯაფარიძემ ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ ვფიქრობთ, რ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`