პოლიტიკა
რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად სწავლობს თბილისის აეროპორტში მომწამლავი ნივთიერების დაღვრის ფაქტს - გრიგორი კარასინი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, თბილისის აეროპორტში მომწამლავი ნივთიერების დაღვრასთან დაკავშირებულ ინციდენტს სწავლობს.
შესაბამისი განცხადება, რუსულ საინფორმაციო სააგენტო ,,ტასთან“ საუბარში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა გააკეთა.
„საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესთა სექცია მუდმივ კონტაქტშია შვეიცარიის ელჩთან, რომელიც ჩვენს ინტერესებს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა გავარკვიოთ ყველა დეტალი იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც 2 ივლისს თბილისის აეროპორტში მოხდა“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.
ცნობისათვის, 2 ივლისს თბილისის აეროპორტში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი სითხე დაღვარეს, რის შედეგად რამდენიმე ადამიანი მოიწამლა. ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს.
ნინო ექვთიმიშვილი