უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

18 იანვარი, 2021 23:20
font-size

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს:

„18 იანვარს, დაახლოებით 20:30 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურჩას მიმდებარედ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს 3 მოქალაქე.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და მოთხოვნილ იქნა უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებილ გათავისუფლება. მყისიერად მოხდა პროცესში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ჩართვა.

ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელმა ცხელი ხაზით დაადასტურა ოკუპირებული აფხაზეთში მცხოვრები 3 პირის უკანონო დაკავების ფაქტი, ასევე ცხელი ხაზით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აღნიშული პირები უკანონო პატიმრობაში აღარ იმყოფებიან.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას ისე რეგიონში არსებულ სტაბილურობას,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გენადი ბესტაევს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა

2 მარტი, 2021 , 17:15

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, 3 წლით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახუ

სიტუაცია ძალიან რთულია, სწორედ ამიტომ იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი მეთქვა ადგილობრივებისთვის, რომ მარტო არ არიან - შარლ მიშელი

1 მარტი, 2021 , 16:32

"ჩემთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივებისთვის მეთქვა, რომ მარტო არ არიან" - ამის შესახებ განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საოკუპაციო ხაზთან ხურვალეთში ვიზიტის დროს გააკეთა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუ

„თაობები ოკუპაციის წინააღმდეგ“ - თეა ახვლედიანი დევნილ და გამყოფი ხაზთან მცხოვრებ სტუდენტებს შეხვდა

26 თებერვალი, 2021 , 16:46

„თაობები ოკუპაციის წინააღმდეგ“ - ამ სახელწოდებით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმ

ზაზა გახელაძის ოჯახი სხვილოს ციხესთან აქტივისტების დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება

13 თებერვალი, 2021 , 14:18

სხვილოს ციხესთან აქტივისტების დაგეგმილ აქციას საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახი არ შეუერთდება. როგორც ზაზა გახელაძის მეუღლემ, ირმა ბუთხუზმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, ოჯახი აქციებშ

ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ზაზა გახელაძის დაპატიმრებას

12 თებერვალი, 2021 , 11:30

ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ზაზა გახელაძის 12 წლითა და 6 თვით დაპატიმრებას. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის მისია ეუთოში ავრცელებს. მისიის შეფასებით, გახელაძეს არ დაჭრიდნენ და არ დააკავებდნენ, თუ რუსეთი 200

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ერიკ დრულევი თავისუფალია

11 თებერვალი, 2021 , 19:05

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ერიკ დრულევი თავისუფალია. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, იგი საოკუპაციო ძალებმა 2021 წლის 5