უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
კავკასია
რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი: დოკუ უმაროვს საქართველოს სპეცსამსახურებთან მჭიდრო კავშირი აქვს 10.05.2012 16:25

ორგანიზაცია ,,იმარატ კავკაზის” ხელმძღვანელს დოკუ უმაროვს საქართველოს სპეცსამსახურებთან მჭიდრო კავშირი აქვს.

,,რია ნოვოსტის” ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი ავრცელებს.

,,საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის ,,იმარატ კავკაზის” ხელმძღვანელს დუკუ უმაროვს მჭიდრო კავშირი აქვს საქართველოს სპეცსამსახურებთან”-აღნიშნულია განცხადებაში.

ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, უმაროვი კოორდინაციას უწევდა თავის საქმიანობას იმ საშუალებების მიღებაში, რომელთა დახმარებითაც ტერაქტის მოწყობას სოჭთან ახლოს გეგმავდა, ასევე ქმნიდა იარაღის საცავებს.

რუსულმა სპეცსამსახურებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების შედეგად აფხაზეთის ტერიტორიაზე 10 საცავი აღმოაჩინეს, სადაც იარაღი, ასაფეთქებელი, სამხედრო და ტერაქტის განხირციელებისთვის საჭირო სხვა საშუალებები იყო მოთავსებული.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ანტიტერორისტულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ მათ ხელი შეუშალეს ტერაქტს, რომელსაც მეამბოხეები სოჭში გეგმავდნენ.