უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
კონფლიქტის ზონა
რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრის ჩაშლაში ადანაშაულებს 29.06.2012 15:25

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრის ჩაშლაში ადანაშაულებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, ქართულმა მხარემ გამოგონილი მიზეზით გაეროს მიერ ორგანიზებული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრაში, რომელიც 27 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, მონაწილეობა არ მიიღო.

,,ქართული მხარემ გამოგონილი მიზეზით უარი თქვა, დასწრებოდა გალში დანიშნულ შეხვედრას, რადგან ადრე შეხვედრის ეს ადგილი მათთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. ქართული მხარის უარი, მხარი დაეჭირა გაეროს კონსტრუქციული ინიციატივისთვის, ერთმნიშვნელოვნად ამტკიცებს საქართველოს ხელისუფლების განზრახვებს, რომელისთვისაც ცრუ პრესტიჟი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უსაფრთხოება საკუთარ საზღვარზე”-აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრა 2012 წლის 27 ივნისს, გალში უნდა შემდგარიყო, შეხვედრის ინიციატორი კი ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე, გაეროს წარმომადგენელი ანტი ტურენენი იყო. შეხვედრაში მონაწილეობა აფხაზეთის, საქართველოს, ევროკავშირის, გაეროს და რუსეთის წარმოამდგენლებს უნდა მიეღოთ.