უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 ოქტომბერი, 2016 14:55
font-size

რუსეთმა საქართველოში გაყინული კონფლიქტი შექმნა - ბარაქ ობამა (ვიდეო)

ამერიკის პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებით, რუსეთმა საქართველოში გაყინული კონფლიქტი შექმნა.

ამის შესახებ ობამამ იტალიის პრემიერ-მინისტრ მატეო რენცისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვით, რამდენად ეთანხმება იგი დონალდ ტრამპის მტკიცებას, რომ აშშ რუსეთის პრეზიდენტს საკმარისად არ სცემს პატივს.

„როდესაც პრეზიდენტი გავხდი, რუსეთი, წინა ადმინისტრაციის დროს, უკვე იყო შეჭრილი საქართველოს ტერიტორიაზე და იქ გაყინული კონფლიქტი ჰქონდა შექმნილი. მაშინ რუსეთში ახალი პრეზიდენტი იყო და შევეცადეთ, ამერიკულ-რუსული ურთიერთობებისთვის უფრო კონსტრუქციული გზა გამოგვენახა. ვფიქრობ, რომ რუსეთს საკმარისი პატივისცემა დავანახეთ, უზარმაზარ სხვაობებსა და განსხვავებულ ფასეულობებს ვაღიარებდით და ამასთანავე, ვცდილობდით ერთობლივი თანამშრომლობისთვის გზების გამონახვას“, - განაცხადა ობამამ.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში რუსეთის ქმედებები ანალოგიურია იმისა, რაც მან საქართველოში განახორციელა.

„რუსეთთან დაკავშირებული გამოწვევა უკავშირდება რუსეთი აგრესიას მსოფლიოს გარკვეულ რეგიონებში. უკრაინაშიც კი, სადაც მათ იგივე ქმედებები განახორციელეს, რაც საქართველოში გააკეთეს, ჩვენ ევროპელებთან ერთად შუამავლობა ვცადეთ, შევიმუშავეთ მინსკის შეთანხმება, რომელმაც ეს საკითხი მშვიდობიანად უნდა გადაწყვიტოს“, - განაცხადა ბარაკ ობამამ

მონიკა დავლიანიძე


საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი