უკან

მსოფლიო

14 მარტი, 2019 11:20
font-size

რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია - ევროპარლამენტის რეზოლუცია

ევროპარლამენტმა ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობების შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

დოკუმენტს ევროპარლამენტის 402-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 163-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა, 89-მ კი თავი შეიკავა.

რეზოლუციაში დეპუტატები აღნიშნავენ, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ყირიმის უკანონო ანექსიას, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის, დემოკრატიული პრინციპებისა და ფუნდამენტური ღირებულებების მიზანმიმართულ დარღვევას.

ევროპარლამენტის წევრები გმობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებს.

„ევროპარლამენტი ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას; ითხოვს რუსეთის ფედერაციისგან საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის შეწყვეტას და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას; ხაზს უსვამს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უპირობო შესრულების საჭიროებას, კერძოდ საქართველოს ტერიტორიიდან მისი შეიარაღებული ძალების გაყვანას“, – ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევების გათვალისწინებით, ევროკავშირი მზად უნდა იყოს, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისთვის.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა უნდა გადახედოს რუსეთთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას და შეზღუდოს თანამშრომლობა გარკვეულ სფეროებში.

ევროპარლამენტარები გმობენ რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციულ კამპანიას, კიბერთავდასხმებს, ევროკავშირს პროპაგანდასა და დეზინფორმაციაზე რეაგირების გაძლიერებისკენ მოუწოდებენ. დოკუმენტში ასევე გამოთქმულია შეშფოთება გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 2-თან“ დაკავშირებით.
ევროპარლამენტის წევრები შეშფოთებულები არიან ასევე რუსეთის მიერ ავტორიტარული რეჟიმების მხარდაჭერის გამო, კერძოდ, საუბარია ჩრდილოეთ კორეაზე, ირანზე, ვენესუელასა და სირიაზე.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-40 სესიის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ იქ არსებული ვითარება დაგმეს

22 მარტი, 2019 , 16:10

ჟენევაში, გაიმართა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) გენერალური დებატები დღის წესრიგის მე-10 საკითხზე - ტექნიკური დახმარება და შესაძლებლობების განვითარება. შეხვედრის ფარგლებში ჟენევაში გაეროს ოფისსა და სხვა საერთაშო

ქართული ღვინო ჩინეთის უმსხვილეს გამოფენაზეა წარმოდგენილი

22 მარტი, 2019 , 14:45

21-23 მარტს ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა „The 100th China Food & Drinks Fair“ იმართება, რომელშიც ქართული ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია მონაწილეობს. „The China Fo

ბუენოს - აირესის საბჭომ დავით ზალკალიანს ქალაქის საპატიო სტუმრის სტატუსი მიანიჭა

22 მარტი, 2019 , 11:00

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ქალაქ ბუენოს - აირესის ავტონომიურმა საბჭომ საპატიო სტუმრის სტატუსით დააჯილდოვა. ქალაქის საპატიო სტუმრის ტიტულის გადაცემა ბუენოს - აირესის საბჭოს ისტორიულ შენობაში მოხ

გოაში წმ. ქეთევან წამებულის ხსოვნისადმი მიძღვნილი მსოფლიო საკრალური მუსიკის ფესტივალი გაიმართა

21 მარტი, 2019 , 13:15

გოაში გაიმართა წმ. ქეთევან წამებულის ხსოვნისადმი მიძღვნილი მსოფლიო საკრალური მუსიკის ფესტივალი „KETEVAN – World Sacred Music Festival“, რომელიც უკვე მეოთხე წელიწადია ტარდება. ღონისძიების გახსნისას, დამ

ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელობის თანაორგანიზებით, ღონისძიება- „ადამიანის უფლებათა დარღვევები ვენესუელაში“ გაიმართა

21 მარტი, 2019 , 12:45

ჟენევაში საქართველოს მუდმივიწარმომადგენელობის თანაორგანიზებით, ადამიანისუფლებათა საბჭოს პარალელურად გაიმართა ღონისძიება - „ადამიანის უფლებათა დარღვევები ვენესუელაში“. შეხვედრის ფარგლებში, მოწვეულმა მომხსენებლ

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას ნურსულთანი დაერქმევა

20 მარტი, 2019 , 15:55

ყაზახეთის პარლამენტმა ორი მოსმენით დედაქალაქ ასტანის „ნურსულთანად“ გადარქმევას მხარი დაუჭირა. შესაბამიის გადაწყვეტილება პარლამენტმა ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე მიიღო. დედაქალაქისთვის ყოფილი პრეზიდენტი