უახლესი ამბები
- 17.04.2024 15:51სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე
- 17.04.2024 15:40პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს
- 17.04.2024 14:54ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია - გრიგოლ ვაშაძე
- 17.04.2024 13:38თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება
- 17.04.2024 13:30`საქართველოსთვის` დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს
- 17.04.2024 12:54გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს ნეიტრალურ პლატფორმაზე, არა რომელიმე პარტიის ქვეშ, არამედ ნეიტრალურ პარტიაზე - მიხეილ სააკაშვილი
- 17.04.2024 12:28ეს არის ტყუილი, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები და მომხრეები ამბობენ - გოჩა მირცხულავა
- 17.04.2024 12:21საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას უჩივის სხვა ქვეყნის ხელისუფლებაში -პაპუაშვილი პრეზიდენტზე
არქივი
საზოგადოება
რუსეთმა თბილისი- მოსკოვის მიმართულებით კვირაში 4 რეისი გააუქმა
რუსეთმა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“, თბილისი-მოსკოვის მიმართულებით, კვირაში 4 რეისი გაუუქმა.
ამის შესახებ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეის“-ის მიერ Facebook გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ამავე განცხადების მიხედვით, რუსეთმა ჯერ ყაზანის მიმართულების რეისები გააუქმა.
კომპანია თხოვნით მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ უწყებამ დაუყოვნებლივ მიიღოს სათანადო ზომები.
„მედიანიუსი“ ავიაკომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„ცოტა ხნის წინ ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა" განაცხადა განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს იმას, რომ მიმდინარე წლის ივნისისა და ივლისის თვეებიდან განვაახლეთ ავიაპარკი სამი ერთეული საჰაერო ხომალდით, ამასთან მკვეთრად გავზარდეთ ფრენის არეალი და დავამატეთ ახალი ავიარეისები ევროპისა და აზიის ქვეყნების მიმართულებით. აქტიურად ვახორციელებთ ჩვენი მომხმარებლებისათვის სხვადასხვა მიმართულებაზე სპეციალური ფასების შეთავაზებას.
ყოველივე ზემოაღნიშნული აქტივობა უარყოფითად აისახა ჩვენი არაკეთილმოსურნეების განწყობაზე და გადაწყვიტეს კონკურენტის ჩამოცილება ნებისმიერ ფასად, რისი პირველი ნიშანიც იყო რუსეთის ფედერაციის საავიაციო ხელისუფლების მხრიდან "ჯორჯიან ეარვეისი"-სათვის ყაზანის მიმართულებით ფრენებზე უარის თქმა.
ახლახანს კი რუსულმა საავიაციო უწყებამ მოულოდნელად გამოაგზავნა შეტყობინება, რომ "ჯორჯიან ეარვეისისს" უუქმებს კვირაში 4 რეისს თბილისი-მოსკოვის მიმართულებით. მიუხედავად იმისა რომ თბილისი-მოსკოვის მიმართულებაზე ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებას შორის შეთანხმებულია რეისების რაოდენობა (3 რეისი დღეში, თითოეული მხრიდან) და ორივე ქვეყნის ავიაკომპანიებს გაუუქმა ფრენის ნებართვა, არათანაბარ პირობებში ჩაგვაყენა (მითუმეტეს, რომ რუსული ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულად სამოცამდე რეისს ასრულებენ, ქართული ავიაკომპანია კი რუსეთის მიმართულებით მხოლოდ ოცამდე რეისს ასრულებს) და ასეულობით მგზავრი, რომელმაც უკვე შეიძინა ავიაბილეთები მათი ინტერესების სრული უგუვებელყოფით გაურკვეველ მდგომარეობაში დატოვა.
სამწუხაროდ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელმაც ადეკვატური ზომები უნდა მიიღოს და დაიცვას ქართული ავიაკომპანიის ინტერესები, არ ახდენს რეაგირებას რუსული მხარის მიერ განხორცელებულ უკანონო, ცალმხრივ მოქმედებებზე, რაც როგორც მგზავრებს, ისე ქართულ ავიაკომპანიას უდიდეს პრობლემებს უქმნის.
ვთხოვთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაუყოვნებლივ მიიღოს სათანადო ზომები წერილში მოყვანილ ფაქტთან დაკავშირებით“,- ნათქვამია განცხადებაში.
მონიკა დავლიანიძე