მსოფლიო
რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი დღეს სტამბოლში გაიმართება
რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი დღეს სტამბოლში გაიმართება. უკრაინულ დელეგაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი უხელმძრვანელებს, ხოლო რუსეთის დელეგაციას – კვლავ ვლადიმირ მედინსკი, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე.
რუსული მხარე სტამბოლში უკვე ჩავიდა და აცხადებენ, რომ მათ სამუშაო განწყობა აქვთ.
როგორც თურქული მედია წერს, მხარეებს შორის შეხვედრა სტამბოლში, სასტუმრო „ჩირაგან პალასში“ 13:00 საათზეა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, მოლაპარაკებების პირველი რაუნდი სტამბოლში 16 მაისს გაიმართა და დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა. შედეგად მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ, რაც ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბურ გაცვლად ითვლება. მეორე რაუნდზე ორივე მხარე ცეცხლის შეწყვეტის საკუთარ ხედვაზე ისაუბრებს. რუსეთმა მედინსკის ხელმძღვანელობით „მშვიდობის მემორანდუმი“ მოამზადა, ხოლო უკრაინა საკუთარ გეგმას წარადგენს.
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

