უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 ნოემბერი, 2017 10:50
font-size

რუსეთში ჩემი მომავალი ვიზიტები შეიძლება იყოს დაკავშირებული ჩემს საპრეზიდენტო გეგმებთან - ნინო ბურჯანაძე

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ არ გამორიცხა, რომ მისი მომდევნო ვიზიტები მოსკოვში დაკავშირებული იყოს მის საპრეზიდენტო ამბიციებთან. ამის შესახებ მან გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

„მე არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში ჩემი ვიზიტები დაუკავშირდეს ჩემს საპრეზიდენტო გეგმებს, მაგრამ ეს ვიზიტი ამჯერად ამასთან დაკავშირებული ნამდვილად არ იყო მარტივი მიზეზის გამო - ჟურნალისტები, რომლებსაც ეს გადაცემა მიჰყავდათ, თვეების განმავლობაში მთხოვდნენ, რომ ჩავსულიყავი. უბრალოდ იყო გარკვეული პრობლემები, ხან რა გამოჩნდა, ხან - რა, შემდეგ იყო არჩევნები და მე ეს ფიზიკურად ვერ მოვახერხე, ბოლოს უარის თქმა ძალიან მომერიდა. ამჯერად ეს დაკავშირებული იყო მხოლოდ ამ გადაცემასთან, თუმცა უახლოეს ხანებში მე კიდევ მომიწევს მოსკოვში წასვლა, ასევე მნიშვნელოვან და საინტერესო გადაცემაში მონაწილოების მისაღებად“, - თქვა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის თქმით, მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში ის საქართველოს ინტერესებისთვის მეზობლის ნებისმიერ შეცდომას გამოიყენებს.

„პოლიტიკა არაა კეთილშობილ ქალიშვილთა ინსტიტუტი“, -აღნიშნა პოლიტიკოსმა.

შეგახსენებთ, ნინო ბურჯანაძე მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე რუსულ ტოქშოუში მიიღო მონაწილეობა.

ანა მებურიშვილი

საკვანძო სიტყვები:

არჩევნების დანიშვნა ყოველთვის უმჯობესი არის შაბათ-კვირას, ეს არ გამომდინარეობს მხოლოდ ემიგრანტების საკითხიდან, არამედ მაღალი შიდამიგრაციიდან - ნინო ლომჯარია

15 ნოემბერი, 2018 , 12:20

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას აზრით, უმჯობესია, არჩევნები შაბათ-კვირას დანიშნულიყო. მისი განმარტებით, ამ შემთხვევაში იქნებოდა გათვალისწინებული არა მხოლოდ ემიგრანტების მდგომარეობა, არამედ ქვეყანაში არსებული მაღალი შიდ

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური - საზღვარგარეთ უბნები ღამის 12 საათამდე იქნება გახსნილი

15 ნოემბერი, 2018 , 11:20

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარე წლის 28 ნოემბერს გაიმართება. განკარგულება მეორე ტურის დანიშვნის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე, 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრ

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარე წლის 28 ნოემბერს გაიმართება

15 ნოემბერი, 2018 , 11:20

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს ოთხშაბათს გაიმართება. გადაწყვეტილება ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გუშინ საღამოს გამართულ სხდომაზე მიიღეს. არჩევნების მეორე ტურის შუა კვირაში ჩატარება

არჩევნების მეორე ტურის სამუშაო დღეს დანიშვნა ალბათ გაურთულებს ჩვენს დიასპორას არჩევნებში მონაწილეობის მიღებას - სალომე ზურაბიშვილი

14 ნოემბერი, 2018 , 17:00

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ვარაუდით, თუკი არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს დაინიშნება, ეს ქართველ ემიგრანტებს პრობლემას შეუქმნის. „ჩემზე არ არის დ

აუდიტის სამსახური „ნაცმოძრაობის“ საწინააღმდეგო მოძრაობის ფინანსებს შეისწავლის

14 ნოემბერი, 2018 , 17:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო მოძრაობის ფინანსებს შეისწავლის. აღნიშნულთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურს არასამთავრობო ორგანიზაცეიებმა მიმართეს. „ნაციონალური

აშშ-ს ახალი ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ერთ-ერთი პირველი შეხვედრა გიორგი გახარიასთან გამართა

14 ნოემბერი, 2018 , 17:00

ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნული ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გიორგი გახარიასთან გამართა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი გახარი

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`