უკან
უახლესი ამბები
- 29.03.2024 16:43იუსტიციის სახლები შეფერხებით მუშაობენ
- 29.03.2024 16:06ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე დაკავებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი
- 29.03.2024 15:41არ არის საკმარისი, მხოლოდ ვამაყობდეთ ჩვენი დიასპორით, საჭიროა დროზე მივცეთ მათ ის საშუალება, რაც ეკუთვნით - საარჩევნო უფლება - პრეზიდენტი
- 29.03.2024 15:10ჰოსპიტალიზაცია წინასწარ შეთანხმებულ კლინიკებში, დიდი ოდენობით ქრთამის აღება - 3 პირი დააკავეს, 2-ს ბრალდება წარედგინა
- 29.03.2024 14:52მთავრობის მიზანია, შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ეკონომიკური ზრდა გავხადოთ უფრო მეტად ინკლუზიური - ვახტანგ ცინცაძე
- 29.03.2024 14:05„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
- 29.03.2024 13:54ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება - გარემოს ეროვნული სააგენტო
- 29.03.2024 13:40საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს - გარემოს ეროვნული სააგენტო
- 29.03.2024 12:02მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება
- 29.03.2024 11:46თავდაცვის მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა
არქივი
მსოფლიო
16 ნოემბერი, 2016 12:15
რუსეთში დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე ქვეყნიდან გამოაძევეს
რუსეთში, ვორონეჟის ოლქში დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე, სასამართლოს გადაწყვეტილებით ქვეყნიდან გამოაძევეს.
,,რია ვორონეჟის’’ ინფორმაციით, 60 და 52 წლის საქართველოს ორმა მოქალაქემ უკანონოდ გადაკვეთა რუსეთის ფედერაციის საზღვარი სმოლენსკის ოლქში.
როგორც სააგენტო იუწყება, ინციდენტი 2014 წლის სექტემბერში მოხდა. სისხლის სამართლებრივი საქმე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად რუსეთის ფედერაციის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე აღიძრა და გადაეცა სასამართლოს.
,,რია ვორონეჟის’’ ცნობითვე, ქართველებს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ, თუმცა სმოლენკის ოლქის სასამართლომ მათ ორი წლით პირობითი სასჯელი მიუსაჯა, რა ვადის გასვლის შემდეგაც მსჯავრდებულებს რუსეთი სამართალდამცველების კონტროლის ქვეშ დააატოვებინეს.
ნინო ექვთიმიშვილი