უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

16 ნოემბერი, 2017 14:55
font-size

რუსეთში, შესაძლოა, რადიო თავისუფლების საქმიანობა შეზღუდონ

რუსეთში რადიო თავისუფლების რუსული სამსახურისა და ტელეარხ Настоящее время“-ის საქმიანობა შეიძლება შეიზღუდოს. შესაბამისი გაფრთხილება მედიასაშუალებებმა რუსეთის იუსტიციის სამინისტროსგან მიიღეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ოთხშაბათს რუსეთის სახელწმიფო სათათბირომ ერთხმად დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომლითაც დაშვებულია უცხოეთის მედიასაშუალებების „უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადება.

უწყებას არ დაუზუსტებია, რა ზომებს მიმართავს, თუკი მედიასაშაულებების საქმიანობის შეზღუდვას გადაწყვეტს.

სათათბიროს მიერ მიღებული კანონპროექტის მიხედვით, ნებისმიერი უცხოური სტრუქტურა, რომელიც „ავრცელებს პირთა შეუზღუდავი წრისთვის ბეჭდურ, აუდიო-, აუდიოვიზუალურ და სხვა ტიპის მესიჯებსა და მასალებს“, შეიძლება გამოცხადდეს „უცხოეთის აგენტად“, თუკი უცხოეთიდან აფინანსებენ. ცვლილებები არ ვრცელდება რუსულ მედიასაშაულებებზე, მაშინაც კი, როცა მათი ერთ-ერთი მფლობელია უცხოელი.

რუსი დეპუტატების მტკიცებით, ეს კანონი არ შეუშლის ხელს უცხოური მედიის მუშაობას რუსეთში.

უცხოური მედიასაშუალებების მიმართ ზომების გამკაცრების ინიციატივა დაამტკიცეს კრემლის მიერ დაფინანსებული ტელეარხ Russia Today-ის განცხადების შემდეგ, რომ ის შეასრულებს აშშ-ის მთავრობის მოთხოვნას და „უცხოური აგენტის“ სტატუსით დაარეგისტრირებს თავის ადგილობრივ ფილიალს.

14 ნოემბერს აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა მონაცემები Russia Today-ის რეგისტრაციის შესახებ. ვაშინგტონში აღნიშნავენ, რომ მათი კანონი „უცხოური აგენტების“ შესახებ მკვეთრად განსხვავდება რუსულისგან და არანაირად არ ზღუდავს ინფორმაციის თავისუფლებას.

ანა მებურიშვილი

ლატვიაში საბჭოთა კავშირის ყოფილ პიონერები პენსიაზე დანამატის სახით 220 ევროს მიიღებენ

22 თებერვალი, 2020 , 17:45

ლატვიაში საბჭოთა კავშირის ყოფილი პიონერებები კომუნისტური პარტიის მსხვერპლად აღიარეს. აღნიშნულ პირები პენსიაზე დანამატის სახით 1 მარტიდან 56 ევროს, 1 მაისიდან 172, ხოლო 1 ივნისიდან  220 ევროს მიიღებენ. ლატვიის ხელისუ

რუსეთმა ჩინეთიდან ხორცპროდუქტების იმპორტი აკრძალა

22 თებერვალი, 2020 , 17:40

“როსსელხოზნადზორმა“ ჩინეთიდან ხორცისა და ხორცპროდუქტების იმპორტი აკრძალა. ამის მიზეზი კორონა ვირუსი და აფრიკული ღორის ცხელების შესაძლო გავრცელების თავიდან არიდება გახდა. აკრძალვა ასევე ეხება ქარხნულად შეფუთულ

მივმართავ რუსეთს, თავი შორს დაიჭირეთ ამერიკის არჩევნებისგან - ბერნი სანდერსი

22 თებერვალი, 2020 , 12:45

ვერმონტის შტატის სენატორი და პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ბერნი სანდერსი რუსეთს მიმართავს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისგან თავი შორს დაიჭირონ. ამის შესახებ მან კალიფორნიაში მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხად

ყველაფერი ეს დამატებით ჩრდილს ფენს ორმხრივ ურთიერთობას - რუსეთის საგარეო უწყება

21 თებერვალი, 2020 , 11:05

საქართველოზე მასშტაბური კიბერთავდასხმის განხორციელების ბრალდებას რუსეთის საგარეო საქმეთა უწყება ეხმაურება. შესაბამის კომენტარს სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს. რუსული მხარე ქართულ ვებგვერდებზე, სერვერებსა და ოპ

წელს რუსეთი აუცილებლად იქნება ფოკუსირებული აშშ-ის საპრეზიდენტო და საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე - ესტონეთის საგარეო სადაზვერვო სამსახური

17 თებერვალი, 2020 , 16:20

სამხრეთ კავკასიაში რუსეთმა გააძლიერა ზეწოლა საქართველოზე, უსაფრთხოების პოლიტიკის გამოყენებითა და ზეგავლენის მომხდენი აქტივობების გზით, – ამის შესახებ საუბარია ესტონეთის საგარეო სადაზვერვო სამსახურის ანგარიშში სახელ

მიუნხენში სამი ასოცირებული ქვეყნის - საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას მიერ ერთობლივ განცხადებას მოეწერა ხელი

15 თებერვალი, 2020 , 16:40

,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელიც ეხება ევროკავშირის მიერ ასოცირების შეთანხმებების შესრულების მხარდაჭერის გაზრდას საქართველოში,

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`