უახლესი ამბები
არქივი
მსოფლიო
რუსეთში „სიკვდილის ჯგუფის“ ერთ-ერთი კურატორი დააკავეს
რუსეთში ე.წ. სასიკვდილო ონლაინთამაშის „ლურჯი ვეშაპის“ ერთ-ერთი ადმინისტრატორი, ილია სიდოროვი დააკავეს. 26 წლის სიდოროვს მოზარდების თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანასაულებენ. რუსული შსს-ის ცნობით, დაკავებულის სახლის ჩხრეკისას აღმოაჩინეს 5 ტელეფონი, პლანშეტი და რამდენიმე სიმ-ბარათი.
სიდოროვის თქმით, ის იყო კურატორი „სიკვდილის ჯგუფში“, რომელიც 32 არასრულწლოვნისგან შედგებოდა. დაკავებული მათ დავალებებს აძლევდა, რომლის მიზანი იყო, ბავშვების სუიციდამდე მიყვანა. სიდოროვის განცხადებით, მან 50-მდე დავალება მოიგონა.
დაკავებულმა აღიარა, რომ ჯგუფი მას არ ეკუთვნოდა და ის მხოლოდ ადმინისტრატორი იყო.
„მოტყუებით გავდიოდი კონტაქტზე. ვკურირებდი და დავალელებს ვაძლევდი გოგონებს.ჯგუფი ჩემი არ არის , მე უბრალოდ ადმინისტრატორი ვიყავი“, - თქვა სიდოროვმა.
შეგახსენებთ, ონლაინთამაშ „ლურჯი ვეშაპის“ გამო რუსეთში მოზარდების მიერ სუიციდის 130-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.
ანა მებურიშვილი