უკან

მსოფლიო

15 თებერვალი, 2017 16:45
font-size

რუსეთში სტალინის პოპულარობის რეიტინგი მაქსიმუმს მიაღწია ბოლო 16 წლის განმავლობაში

რუსული ანალიტიკური ცენტრის „ლევადა ცენტრის“ გამოკითხვით, რუსეთში იოსებ სტალინის პოპულარობის მაჩვენებელი 16 წლის განმავლოაბში მაქსიმუმს მიაღწია.

სტალინისადმი „აღფრთოვანებით“, „პატივისცემითა“ და „სიმპატიით“ გამოკითხულთა 46 %-ია განწყობილი, რაც 2006 წლის მონაცემებთან შედარებით 9%-ითაა გაზრდილი.

გაზრდილია იმ ადამიანთა რიცხვიც, რომლებისთვის სტალინის პოლიტიკა მიუღებელია. 2006 წელს თუკი სტალინისადმი უარყოფითი დამოკიდებულების მაჩვენებელი 17 % იყო, 2017 წლის დასაწყისში მათმა რაოდენობამ 21%-ს მიაღწია.

„ლევადა-ცენტრის“ დირექტორის მოადგილის, ალექსეი გრაჟდანკინის თქმით, სტალინის ფიგურა ბევრ მოქალაქეში ასოცირდება ქვეყანაში დამყარებულ წესრიგთან, რაც განაპირობებს მის მაღალ რეიტინგს.

„რაც უფრო მწვავდება მდგომარეობა ქვეყანაში, მით უფრო ითხოვს მოსახლეობა ხალხს „მყარი პოზიციებით“. ლიბერალურ დროს ასეთი განწყობები მცირდება, ახლა კი, დასავლეთთან კონფლიქტის პირობებსა და ახალი ცივი ომის დაწყების წინ იზრდება სიმპათია ასეთი ფიგურების მიმართ“, - თქვა გრაჟდანკინმა.

სტალინის გარდა მოსახლეობაში სიმპათიით სარგებლობენ ლეონიდ ბრეჟნევი (47%) და ვლადიმირ პუტინი (83%). ყველაზე არაპოპულარული მმართველები აღმოჩნდნენ ნიკიტა ხრუშჩოვი, ბორის ელცინი და მიხაილ გორბაჩოვი.

„ლევადა ცენტრის“ სოციოლოგიური გამოკითხვა რუსეთის 48 რეგიონში ჩატარდა 2017 წლის 20-23 იანვარს და მასში მონაწილეობა 1600-მა ადამიანმა მიიღო.

ანა მებურიშვილი

კედელი `მეოცნებეების` სანაცვლოდ - ტრამპი დემოკრატებს შეთანხმებას სთავაზობს

20 იანვარი, 2019 , 13:19

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სპეციალური ბრიფინგი გამართა და მთავრობის მუშაობის სრულად აღსადგენად საკუთარი გეგმა წარმოადგინა. ის კვლავ მოითხოვს მექსიკასთან სასაზღვრო კედლისთვის საჭირო თანხების გამოყოფას

გერმანია საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს აღარ მისცემს

19 იანვარი, 2019 , 14:12

გერმანიიის ქვედა პალატამ, ბუნდესტაგმა, პარასკევს უსაფრთხო ქვეყნებად გამოაცხადა საქართველო, ტუნისი, მაროკო და ალჟირი და მხარი არ დაუჭირა შუამდგომლობას აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებისათვის თავშესაფრის მიცემის თაობაზე, - ი

ლაიფციგის აეროპორტიდან საქართველოს 62 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა

18 იანვარი, 2019 , 10:10

გერმანიიდან საქართველოს 62 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა, – ამის შესახებ გერმანული მედია წერს. მათივე ინფორმაციით, ავიარეისი ლაიფციგის აეროპორტიდან შესრულდა. როგორც გერმანული პრესა წერს, დეპორტირებულთაგან 26 თა

აშშ-ის საელჩო ქართველ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს

17 იანვარი, 2019 , 17:05

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს. „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თანაუგრძნობს ქართველ ხალხს 16 იანვარს დიდ დიღომში მომხდ

დალია გრიბაუსკაიტემ სალომე ზურაბიშვილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა

17 იანვარი, 2019 , 17:05

ლიეტუვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ, ლიეტუველი ხალხის სახელით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თბილისში, დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა. განცხადება ლიეტუვის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვ

ვიზიარებთ ჩვენი ქართველი მეგობრების ტკივილს - საქართველოში თურქეთის საელჩო

17 იანვარი, 2019 , 17:05

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩო დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისში, 16 იანვარს, ბუნებრივი გაზის აფეთქების შედეგად, საქართველოს ოთხი მოქალაქის

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`