უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
სამართალი
რუსეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს 16.05.2012 11:50

რუსეთში 41 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

,,როსბალტის” ცნობით, ის ქალაქის პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხა.

რუსი სამართალდამცავების ინფორმაციით, პოლიციელი მასზე თავდასხმის დროს სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა.

,,ეჭვმიტანილმა მას დანით ზურგში ორი ჭრილობა მიაყენა. დაშავებული მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული”-აღნიშნავენ მოსკოვის პოლიციის განყოფილებაში.

ამ დროისათვის გამოძიების მიერ მომხდართან დაკავშირებით დეტალების დადგენა მიმდინარეობს.