უკან

მსოფლიო

4 აგვისტო, 2017 12:48
font-size

რუსეთთან ასეთი დაძაბული ურთიერთობა ცივი ომის შემდეგ არ გვქონია - ნატოს გენერალური მდივანი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ახლა ალიანსისა და რუსეთის ურთიერთობაში ყველაზე დაძაბული პერიოდია ცივი ომის დასრულების შემდეგ. - ამის შესახებ ნატოს თავკაცმა CNN-ს უთხრა.

„მგონი, სწორია, ვთქვა, რომ ნატოს ურთიერთობა რუსეთთან იმაზე დაძაბულია ვიდრე ის იყო ცივი ომის შემდეგ“, - თქვა სტოლტენბერგმა.

ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, ცივი ომის დასრულების შემდეგ ნატოში იმედოვნებდნენ, რომ „რუსეთთან ახლო ურთიერთობას დავამყარებდით“.

სტოლტენბერგის თქმით, ალიანსსა და რუსეთს შორის ვითარება დაიძაბა 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ.

„მაგრამ 2014 წელს ყირიმში რუსეთის არაკანონიერი ანექსიის შემდეგ და რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის გაგრძელებით აღმოსავლეთ უკრაინაში, ნატო-რუსეთის ურთიერთობები საკმაოდ გაუარესდა“,- განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

CNN-თან ინტერვიუში სტოლტენბერგმა რუსეთის სამხედრო წვრთნებს შეეხო და განაცხადა, რომ ალიანსი საპასუხოდ 4 ბატალიონი გააგზავნა ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში.

„ჩვენ ვერ ვხედავთ მოახლოებულ საფრთხეს, რომელიც შეიძლება ნატოს წევრებს ემუქრებოდეთ. მათ შორის ალიანსის წევრებს ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან. რუსეთის სამხედრო წვრთნებს განვიხილავთ, როგორც ნიმუშს, თუ როგორ ახდენს რუსეთი წლების განმავლობაში სამხედრო ძალების მობილიზაციას. ამას უკავშირდება ნატოს საპასუხო ქმედება. ნატომ ცივი ომის დასრულების შემდეგ, ყველაზე მეტად გააძლიერა კოლექტიური თავდაცვა, გავზარდეთ ჩვენი წარმომადგენლობა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, 4 ბატალიონი გავაგზავნეთ ბალტიისპირეთის ქვეყნებში და პოლონეთში. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არ გვსურს კონფრონტაცია რუსეთთან და არ გვსურს ახალი ცივი ომი“, - თქვა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსი გააგრძელებს რუსეთთან „თავდაცვის, შეკავებისა და დიალოგის“ პოლიტიკას. მისი თქმით, ნატო ცდილობს, თავი აარიდოს ახალ ცივ ომს.

„იქამდე, სანამ ძლიერები და პროგნოზირებადები ვართ, ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ პოლიტიკურ დიალოგში რუსეთთან, რათა ავარიდოთ ესკალაციასა და ახალ ცივ ომს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ანა მებურიშვილი

გვინდა, ვიმეგობროთ და ვითანამშრომლოთ რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ - სერგეი ლავროვი

17 ივლისი, 2019 , 10:15

გვინდა, ვიმეგობროთ და ვითანამშრომლოთ რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტისთან“ საუბრისას, სადაც მოქა

მამუკა ბახტაძე ურსულა ფონ დერ ლეიენს ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

17 ივლისი, 2019 , 10:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ურსულა ფონ დერ ლეიენს ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ ევროკომისიის ახალ პრეზიდენტთან მჭი

აზერბაიჯანული მხარე საქართველოს ხელისუფლებისგან დავით გარეჯის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიებას ითხოვს

16 ივლისი, 2019 , 14:35

აზერბაიჯანული მხარე საქართველოს ხელისუფლებისგან დავით გარეჯის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიებას, ასევე შესრულებული სამუშაოსა და გატარებული ზომების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს. როგორც აზერბაიჯანული სააგე

დავით ზალკალიანი აშშ-ში რელიგიის თავისუფლებისადმი მიძღვნილ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

16 ივლისი, 2019 , 11:10

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს პირადი მიწვევით 16-19 ივლისს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს რელიგიის თავისუფლების საკითხებისად

საქართველოს და სენტ-კიტსი და ნევისის ფედერაციას შორის სავიზო რეჟიმი უქმდება

15 ივლისი, 2019 , 12:55

საქართველოს და სენტ-კიტსი და ნევისის ფედერაციას შორის სავიზო რეჟიმი უქმდება. შესაბამის შეთანხმებას ქართული მხრიდან გაერო-ში საქართველოს ელჩი კახა იმნაძე მოაწერს ხელს, რაზეც უფლებამოსილება მას პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბა

„თურქეთს არ დავიწყებია 2016 წლის 15 ივლისი და მეზობელი საქართველოს თანადგომა“

15 ივლისი, 2019 , 12:05

თურქეთის რესპუბლიკის საელჩო პრესრელიზს ავრცელებს. „თურქეთს არ დავიწყებია 2016 წლის 15 ივლისი და მეზობელი საქართველოს თანადგომა. 2016 წლის 15 ივლისის ღამეს ფეთულაჰის ტერორისტული ორგანიზაციის (FETÖ) მიერ დაგეგმი

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს