უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

7 თებერვალი, 2017 12:20
font-size

რუსეთთან მოლაპარაკებები ერთი პოლიტიკოსის საქმე არ უნდა იყოს, მასში ქვეყნის პოზიცია უნდა ჩანდეს - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტელეკომპანია „იბერიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა.

მარგველაშვილის თქმით, რუსეთთან შეხვედრა ერთი კონკრეტული პოლიტიკოსის პრეროგატივა არ უნდა იყოს და მასში ქვეყნის პოზიცია უნდა ჩანდეს.

„თუმცა რეალური დღის წესრიგი ამ ეტაპამდე არ ყოფილა ჩამოყალიბებული, სადაც ჩვენ და რუსეთის ფედერაცია ერთმანეთის პირისპირ რეალური პრობლემების გადაწყვეტის თაობაზე შევხვდებოდით. ბუნებრივია, ასეთი შეხვედრა არ შეიძლება იყოს ერთი კონკრეტული პოლიტიკოსის შეხვედრა რუსულ მხარესთან. ეს უნდა იყოს კოორდინირებული, მომწიფებული და შეთანხმებული ქვეყნის პოზიცია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია „იბერიასთან“.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას მოიმოქმედებს პრეზიდენტი, თუ დადგება ორი ქვეყნის პირველი პირების შეხვედრის საკითხი, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ გამოსავალი მოლაპარაკებებების გზით უნდა მოიძებნოს.

„ჩემი პოზიციაა, რომ ყოველთვის უნდა გამოიყენო მოლაპარაკების მაგიდა. რა თქმა უნდა, შეხვედრა უნდა იყოს მომზადებული და მასში ყველა უწყება უნდა მუშაობდეს და აქტიურად იყოს ჩართული. და ჩვენ შეხვედრისკენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული. იმიტომ რომ პოლიტიკოსებს შორის მოლაპარაკების მაგიდა არის ის საშუალება, რომელიც შენ გაძლევს პრობლემების დაძლევის ან დაძლევის წინაპირობის შექმნის შესაძლებლობას და ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ტელეკომპანია „იბერიასთან“ პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა „გაზპრომზე“, გია ცერცვაძის საქმეზე , „რუსთავი 2-ზე“, ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და ვიზალიბერალიზაციაზე.

ანა მებურიშვილი

იმედი მაქვს, გავრცელებული ჩანაწერი არ არის ავთენტური, თუ ავთენტურია, ლევან ყიფიანს კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს - ნოდარ ხადური

21 სექტემბერი, 2018 , 17:35

სრული პასუხისმგებლობითა და ძალიან კატეგორიულად ვამბობ, რომ ჩემი მინისტრობის დროს და შემდეგაც, არც ერთ ბიზნესთან არაფორმალურ ურთიერთობებში არ შევსულვარ და არავის ჩემს წინაშე არაფორმალური ვალდებულებები არ შექმნია, –

დღეს გავრცელებულ ჩანაწერებში გაჟღერებული ინფორმაცია ჩემს შესახებ არის სრული სიცრუე - ნოდარ ხადური

21 სექტემბერი, 2018 , 17:30

„ომეჯა ჯგუფთან“ დაკავშირებით დღეს გავრცელებულ ჩანაწერებში გაჟღერებული ინფორმაცია ჩემს შესახებ არის სრული სიცრუე - ასე გამოეხმაურა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს დირექტორი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხ

პარლამენტის ადგილსამყოფელი ქუთაისში უნდა დარჩეს - კახა კუკავა

21 სექტემბერი, 2018 , 17:25

ქუთაისიდან თბილისში პარლამენტის შენობის გადმოტანას ეხმაურება პრეზიდენტობის კანდიდატი, კახა კუკავა: „მიმაჩნია, რომ ქუთაისიდან თბილისში პარლამენტის გადმოტანა დამაზიანებელია ქუთაისისთვისაც, თბილისისთვისაც და, რაც მთავ

კორუფციის მხრივ მძიმე ვითარებაა - გივი თარგამაძე

21 სექტემბერი, 2018 , 17:20

„ევროპული საქართველოს“ წევრმა გივი თარგამაძემ პროკურატურას მოუწოდა,  რეაგირება მოახდინოს  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში „არსებულ კორუფციულ გარიგებაზე “. მან  ფინანსთა

მე კარგად ვიცი, რომ ელიტური კორუფცია ჩვენთან არ არის - მაია ცქიტიშვილი „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ მორიგ ჩანაწერზე

21 სექტემბერი, 2018 , 15:15

„ჩემი შეფასება ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებით არის იგივე. მე კარგად ვიცი, რომ ელიტური კორუფცია ჩვენთან არ არის“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინის

რაც მეტ ინფორმაციას გადასცემს იმ დამალული და კონსპირაციული საქმიანობის შესახებ, მით იქნება უკეთესი - გია ვოლსკი „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ მორიგ ჩანაწერზე

21 სექტემბერი, 2018 , 14:30

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებლად უნდა დადგინდეს, რა ხდება „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ. „რაც მეტი იქნება ჩანაწერი და რაც მეტ ინფორმაციას გადასცემს იმ დამალულ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`