უკან

კონფლიქტის ზონა

7 ნოემბერი, 2018 14:00
font-size

რუსი ოკუპანტები სოფელ ატოცთან რკინის ბოძებს ამონტაჟებენ

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ისინი რკინის ბოძებს ამონტაჟებენ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც მოსახლეობა საძოვრებად და სახნავ-სათეს მიწებად იყენებს.

რუსი ოკუპანტები ატოცში დღეს დილით გამოჩნდნენ და სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს.

ადგილობრივების თქმით, მათ თავიანთ მიწის ნაკვეთებზე საშემოდგომო სამუშაოები დაასრულეს, მაგრამ ე.წ. სასაზღვრო ბარიერის დამონტაჟების გამო მოსავალს ვეღარ აიღებენ.

„ღობავენ და იკავებენ, მიაქვთ ნაკვეთები, დაკარგული 30 ჰექტარზე მეტი იყო და ახლა კიდევ მოუმატებენ, რა, მაგათი ნება არაა? თუ მივედით ახლოს, წაგვიყვანენ“, -თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

სოფლის ერთ ნაწილში მავთულხლართები 2008 წლის შემდეგ არის გავლებული, ახლა კი ბოძების მონტაჟი დანარჩენ პერიმეტრზე მიმდინარეობს.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, 2018 წლის 1 ნოემბრიდან ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ბალთასთან, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცს ემიჯნება, მავთულხლართების მონტაჟი განაახლა. დე-ფაქტო უწყების ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაახლოებით 1-კილომეტრიანი სიგრძის ბარიერი გაკეთდება.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 14:11

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. მათივე ცნობით, აღნიშნული ინციდენტის

გასულ კვირას ენგურის ხიდზე რუსულნომრიანი სატვირთოების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა - `დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი`

22 მარტი, 2024 , 12:02

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

15 იანვარი, 2024 , 12:42

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

14 დეკემბერი, 2023 , 15:02

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ხატია დეკანოიძე

11 დეკემბერი, 2023 , 12:09

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ

დღეს ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა

29 ნოემბერი, 2023 , 18:00

დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა ,- ინფორმაცია და კადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი