უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

12 ივლისი, 2019 12:50
font-size

რუსლან აბაშიძე ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, ქალაქ ბათუმში, „ბენზეს“ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდნენ და ჩასახლებაში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს.

აღნიშნულის შესახებ „მედიანიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დევნილებთან შეხვედრების შემდეგ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით ჩასახლებაში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ბავშვებისათვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიება „მე ვარ აფხაზეთი“ მოეწყო.

ღონისძიების ფარგლებში მოზარდებისთვის აფხაზეთიდან დევნილი და ბათუმელი მხატვრების ხატვისა და კალიგრაფიის მასტერკლასები ჩატარდა, ასევე ბავშვების მონაწილეობით ინტელექტუალურ-შემეცნებითი ვიქტორინა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული როკ-ჯგუფის კონცერტი და სენაკის თოჯინების თეატრის სპექტაკლის ჩვენება მოეწყო. ჩასახლებაში მცხოვრები მოზარდების ხალისიან განწყობაზე ანიმატორებმა და სხვადასხვა ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. მოზარდებს საჩუქრად ჟურნალები „რიწა“ და „იალქანი”, გენო კალანდიას, აზა ბასლანძის პოეტური კრებულები და ტკბილეული დაურიგდათ.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი