უკან

მოზაიკა

22 ნოემბერი, 2017 15:05
font-size

რუსთაველის თეატრში მულტიინსტრუმენტალისტი სერგეი მალოვი კონცერტს გამართავს

პირველად საქართველოში, სამსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში უძველესი ინსტრუმენტი „ჩელო და სპალა“ ქართულ სცენაზე აჟღერდება. 24 ნოემბერს, 19:30-ზე რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში მულტიინსტრუმენტალისტი - სერგეი მალოვი კონცერტს გამართავს, იგი ქართველი მსმენელისთვის ორ საკრავზე: ვიოლინოზე და „ჩელო და სპალაზე“ შეასრულებს გერმანულ და ავსტრიულ ბაროკოს მუსიკას, კერძოდ: ჰაინრიხ ბობერია, იოჰან სებასტიანი ბახის და მისი შვილის - კარლ ფილიპ ემანუელ ბახის ნაწარმოებებს.

ზალცბურგის მოცარტეუმისა და ბერლინის ჰანს აისლერის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ, სერგეი მალოვმა არაერთ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა, როგორც მევიოლინემ (ჰაიფეცის სახელობის კონკურსი 2008, მოცარტის კონკურსი 2010, მიხაელ ჰილის კონკურსი 2011) და როგორც ალტისტმა (ტოკიო, 2010). ისტორიული ინსტრუმენტებისადმი დიდმა ინტერესმა მას გადააწყვეტინა დაუფლებოდა ბაროკო ვიოლინოს და ჩელო და სპალას. დღესდღეობით იგი ორივე ინსტრუმენტით ერთნაირად დიდი წარმატებით მართავს კონცერტებს და ახორციელებს ჩანაწერებს. როგორც სოლო შემსრულებელს, მას უთანამშრომლია ისეთ ორკესტრებთან, როგორიც არის ლონდონის ფილარმონიული, BBC-ს, ბავარიის რადიო, ჰელსინკის სიმფონიური და სხვა მრავალი ორკესტრი. ასევე უნდა აღვნიშნოთ მისი თანამშრომლობა ბაროკო ანსამბლთან - „ბერლინის ძველი მუსიკის აკადემია“ (AKAMUS Berlin). სერგეი მალოვის რეპერტუარი მეტად მრავალფეროვანია, იგი მოიცავს ნაწარმოებებს ბაროკოს ეპოქიდან თანამედროვე მუსიკამდე. მის შესრულებაში ყოველთვის კარგად ჩანს კომპოზიტორის ქმნილება და შემსრულებლის თავისუფალი იმპროვიზაცია. სერგეი მალოვი, თავის მრავალარხიან ჩანაწერებში ასევე არაჩვეულებრივად უთავსებს ერთმანეთს რამდენიმე ინსტრუმენტს. 2017-18 წლების საკონცერტო სეზონზე დაგეგმილი აქვს სიბელიუსის სავიოლინო კონცერტის შესრულება ჰელსინკის ფილარმონიულ ორკესტრთან და სტრავინსკის კონცერტი - ტამპერეს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. 2017 წლის სექტემბერში სერგეი მალოვი ციურიხის მუსიკის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა, ასევე გამოიცა მისი უახლესი ალბომი “Hommage á Ysaÿe”.

„თბილისის ბაროკო ფესტივალის“ ფარგლებში აგრეთვე გაიმართება საჯარო ლექციები: 22 ნოემბერს დავით გიგინეიშვილის საჯარო ლექცია - „დრეზდენის კარის მუსიკოსები - ზელენკა და პიზენდელი“; 29 ნოემბერს გია ბუღაძის ლექცია - „კარავაჯო და კარავაჯიზმი“ და 5 დეკემბერს თეა მუქერია დაასრულებს საჯარო სამეცნიერო ლექციით - „ხმა ვენეციიდან - ვივალდი“. ლექციებზე დასწრება თავისუფალია და გაიმართება 18:00-ზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კამერულ დარბაზში (მე-3 სართული).

საკვანძო სიტყვები:

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი