უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 დეკემბერი, 2018 11:50
font-size

„რუსთავი 2“ და ნიკა გვარამია „ქართული ოცნების“ შავი სიის სათავეში - არხის ინფორმაციით, ნიკა გვარამიას პროცესებიდან ჩამოშორება იგეგმება

„ქართული ოცნების“ შავი სიის სათავეში ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და მისი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დგას - ამის შესახებ თავად არხი იუწყება.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, „კურიერის“ ჟურნალისტმა ინსტაგრამზე მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო, ერთგვარი გაფრთხილება, რომ მზადდება ნიკა გვარამიას ჩამოშორება პროცესებიდან.

ინსტრაგრამის მომხმარებელი სახელად რონორენი „კურიერის“ ჟურნალისტს მისწერა, რომ არჩევნების შემდეგ პიარტექნოლოგი მოშე კლუგჰაფტი თავის გუნდთან ერთად „ქართული ოცნებისთვის“ მუშაობას აგრძელებს, ხოლო მათი შემდეგი სამიზნე კი "რუსთავი 2"-ია. „რონორენმა“ ასევე განაცხადა, რომ სწორედ კლუგჰაფტი დგას, რუსთავი 2-ის კომპიუტერებზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის მიღმა.

ინსტრაგრამის მომხმარებლის თქმით, მოშე გლუკჰაფტი მარტო არ მოქმედებდა და სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ მათი მიზანი „ოცნების“ მთავარი კონკურენტის „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგის 10 პროცენტამდე შემცირებაა.

გარდა ამისა, როგორც ტელეკომპანია იტყობინება, „ქართული ოცნების“ პიარტექნოლოგის მხარდამჭერები ასევე ემუქრებიან ისრაელში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებსაც. რიჩარდ მაღალაშვილის, რომელიც უკვე 18 წელია ისრაელში ცხოვრობს, მონაყოლიფან ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც მან მოშე კლუგჰაფტის ინსტაგრამგვერდზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოზე კრიტიკული კომენტარი დატოვა, მას მუქარის შემცველი შეტყობინება მოუვიდა.

„წაიშალა ჩემი კომენტარი. მე არც მწყენია, არც არავის არ დავუბლოკივარ და არაფერი, უბრალოდ წაიშალა. რამდენიმე წუთის შემდეგ ერთ-ერთი პიროვნება პირადში მწერს, როგორც მე ვფიქრობ, ეს ადამიანი ან ჰაკერია, ან რაღაცა.

ხოდა, პირდაპირ მითხრა, თუ ამ ყველაფერს მე სოციალურ ქსელში გავაგრძელებ, აქტიურობას, შენი ცხოვრება არ იქნება სასიამოვნოო“, - განუცხადა მაღალაშვილმა „კურიერს“.

მისი ვარაუდით, მუქარის შემცველ შეტყობინებებს მოშე კლუგჰაფტის გუნდის წევრი ჰაკერი აგზავნის. ე.წ. "ინტერნეტ ბოტს" წვდომა აქვს პერსონალურ ინფორმაციასთან და ამით აშანტაჟებს კრიტიკული აზრის მქონე სოციალური ქსელის მომხმარებლებს.

„რამდენიმე წამში ამოაგდო თითქმის ყველა პერსონალური ინფორმაცია, ყველა ჩემი მომაცემი გადაეცა ორგანოებს, ასე ვთქვათ, სამთავრობო ორგანოებს, ხოდა, მე საქართველოში აღარ შემესვლება. აბა ვცადო, რომ საქართველოში დავბრუნდე. ასევე მან გადასცა ისრაელის ორგანოებსაც ჩემი მონაცემები და თუ გზაზე დავდგები, ვინანებ ამ ყველაფერს“, -თქვა მაღალაშვილმა.

კლუგჰაფტმა საქართველო უკვე დატოვა, თუმცა 16 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას ის, სავარაუდოდ, დაესწრება. რა ანაზღაურება მიიღო მოშე კლუგჰაფტმა სალომე ზურაბიშვილის PR სტრატეგიისთვის ამ დრომდე არ სახელდება. სავარაუდოდ ეს თანხმა მილიონ ლარს აღემატება.

საკვანძო სიტყვები:

აუცილებელია, გაიზარდოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი, რათა უფრო ეფექტიანად შეძლოს ვითარების გაკონტროლება - სალომე ზურაბიშვილი

16 ივლისი, 2020 , 18:07

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი მიიღო.პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას, რომელიც დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა, საუბარი შეეხო

დავით ჭიჭინაძე ირაკლი კობახიძეზე - „ოცნების“ პოლიტიკური მესაფლავე სახეზეა“

16 ივლისი, 2020 , 16:36

კობახიძე ივანიშვილისთვის ის ნიღაბია, რომლითაც ის თამაშიდან გავა; ფინალში სწორედ მას დაბრალდება ყველაფერი და იმიტომ, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს. მისივე განცხად

კობა გვენეტაძე პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს

16 ივლისი, 2020 , 16:15

პარლამენტში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენენ. კობა გვენეტაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2019 წლის წლიურ ანგარიშს წარადგენს. ის ვრცლად ისაუბრებს ეროვნული ბაკნის მიერ გატარებულ ფულად-საკრედიტო, სავალუტო და

მინისტრთა ვიზიტების სიმწირე პარლამენტის როლს არსებითად აკნინებს - „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“

15 ივლისი, 2020 , 17:33

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ შეფასებით, მინისტრთა მოწვევებისა და მათი ვიზიტების სიმწირე ძირს უთხრის პარლამენტის ინსტიტუციონალურ დამოუკიდებლობას, აკნინებს მთავრობის მაკონტროლებ

ეს არის კორიდა და კობახიძე თამაშობს წითელი ნაჭრის როლს - გია ხუხაშვილი

15 ივლისი, 2020 , 16:22

ეს არ არის ცივილიზებული პოლიტიკა. ეს არის კორიდა და კობახიძე თამაშობს წითელი ნაჭრის როლს. ოპოზიცია რაღაც ტაქტიკურ წარმატებას კი აღწევს ხოლმე, მაგრამ მართლა ხარივით იქცევა. აუფრიალებენ კობახიძეს, გამოვარდებიან და მართლა ხ

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

15 ივლისი, 2020 , 15:57

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან საქართველოში, კრისტიან ურსესთან, რომელიც საქართველოში ხუთწლიანი მისიას ასრულებს. ფინანსთა მინისტრ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე