უკან
სამართალი
13 ოქტომბერი, 2018 17:50
,,რუსთავი 2`-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაში ბრალდებულები სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა
,,რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაში ორივე ბრალდებული მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
ჩინური კომპანიის წარმომადგენლებისთვის აღკვეთის ღონისძიების შესახებ მოსამართლემ გადაწყვეტილება დღეს გამართულ პროცესზე გამოაცხდა.
დაცვის მხარე ბრალდებულებისთვის გირაოს სანაცვლდოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა კი 28 ნოემბრისთვის ჩაინიშნა.
რუსთავი 2-ის ჟურნალისტს, ეკა გაგუას და ოპერატორ ლევან კალანდიას ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა იმ დროს მიაყენეს, როცა კურიერის გადამღები ჯგუფი სიუჟეტს სარკინიგზო ხაზის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდა.