უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 დეკემბერი, 2018 13:40
font-size

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ვალების ჩამოწერის პროგრამაში გარდაცვლილი ადამიანები მოხვდნენ

ვალების ჩამოწერის პროგრამაში გარდაცვლილი ადამიანები მოხვდნენ.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ოჯახებმა ვებგვერდზე vali.ge მონაცემების გადამოწმების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ სესხები ჩამოაწერს მათ ვინც წლების წინ გარდაიცვალა.

კიდევ ერთი ტენდეცია, რომელიც ვალების ჩამოწერის პროგრამამ გამოკვეთა გაბერილი სესხებია.

ადვოკატი კახა ჩავლეიშვილი ამბობს, რომ მან ახლობლის მონაცემები გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ მის ახლობელს ის ვალი ჩამოაწერეს, რომელიც მის გარდაცვალებამდეც ხანდაზმული იყო.

„კურიერს“ დაუკავშირდა მოქალაქე ზაზა დოლიძეც, რომელმაც ათი წლის წინ 750 ლარიანი ნივთი განვადებით გამოიტანა. ნივთის დეფექტის გამო მან ტექნიკა უკან დააბრუნა და განვადებაზეც უარი თქვა. თუმცა დღეს აღმოაჩინა, რომ 11 წლის წინ აღებული განვადების თანხა გაზრდილია და მას ბანკის წინაშე 25 ათასამდე მეტი ვალი აქვს.

„სესხი რომელიც მიფიქსირდებოდა "საქართველოს ბანკზე" იყო "ვესტელთან" ურთიერთობიდან გამომდინარე. პროდუქტი, რომელიც განვადებით უნდა შემეძინა 2007 წელში უვარგისობის გამო უკან დავუბრუნე "ვესტელს" და გავაფრთხილე საქართველოს ბანკი არ გადაერიცხა თანხა. მაგრამ მოხდა ისე რომ თანხა გადარიცხული სამი დღის შემდეგ მაინც აღმოჩნდა. საქართველოს ბანკი მედავებოდა წლების განმავლობაში აღნიშნულ თანხას. გადავამოწმე რამდენი მერიცხებოდა და ვიყავი თუ არა მოვალეთა რეესტრში და ეს ნამდვილად ვიცოდი რომ ამ წლების განმავლობაში არასწორად ვირიცხებოდი მევალეთა რეესტრში, აღმოჩნდა რომ 750 ლარში 25 060 ლარი მქონია დავალიანება საქართველოს ბანკის. იწერება ის ვალები რომელიც უკვე ვადაგასულია,“-განაცადა ზაზა დოლიძემ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი