უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 აგვისტო, 2019 19:22
font-size

`რუსთავი 2-ის ყიდვის სურვილი, ამ დრომდე არავის გამოუთქვამს - პაატა სალია

"რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, ამ ეტაპისთვის ქიბარ ხალვაშის განცხადებას არხის გაყიდვის შესახებ, არავინ გამოხმაურებია.

სალია არ აკონკრეტებს, თუ რამდენი პროცენტის გაყიდვას აპირებს ქიბარ ხალვაში. მისი თქმით, ის დაელოდება პოტენციური მყიდველის შეთავაზებას.

კითხვაზე, რატომ იყო წარდგენილი გასაყიდად "რუსთავი 2" ნეგატიურ კონტექსტში, პაატა სალია აცხადებს, რომ პოტენციური მყიდველისთვის ცნობილი უნდა იყოს ის დავალიანებები, რომელიც კომპანიას გააჩნია.

„ჩვენ წარვადგინეთ ის რეალური ვითარება, რაც არის. შელამაზებული რომ წარგვედგინა როგორ გგონიათ პოტენციური მყიდველი გამოჩნდებოდა და არ გადაამოწმებდა და ვერ გაიგებდა რეალობას? ანუ ტყუილად დაგვეწყო ურთიერთობა პოტენციურ მყიდველთან. ჩვენ ვთქვით და თუ გამოჩნდება, გამოჩნდება. თუ არ გამოჩნდება, გავაგრძელებთ მუშაობას. ეს არის ძალიან მარტივი,“-განაცხადა პაატა სალიამ.

რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის განცხადებას, რომ ვალის ჩამოწერის ან რესტრუქტურიზაციის თაობაზე, უწყებისთვის "რუსთავი 2-ს" არ მოუმართავს, პაატა სალია აცხადებს, რომ ის გეგმავს მოლაპარაკებებს სახელმწიფოსთან.

„აუცილებელია გამოინახოს საერთო ენა სახელმწიფო ორგანოსთან, ამ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურთან. მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით 27 მილიონი არის ბიუჯეტის დავალიანება. შეუძლებელია ფაქტიურად ფუნქციონირება გააგრძელოს კომპანიამ იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო დაიწყებს ამ ვალების მიმართ თავის მოთხოვნის აღსრულებას და ა.შ. ამიტომ რა თქმა უნდა ეს საუბარი უნდა შედგეს. მოგეხსენებათ არც ისე დიდი დროა გასული რაც მოვედი კომპანიაში. ბევრი სხვა პირველი რიგის ამოცანა იყო გადასაწყვეტი რაც შეეხება ხელფასები, საწვავის ხარჯი და ა.შ,“-განაცხადა პაატა სალიამ.

შეგახსენებთ, "რუსთავი 2-ის" მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გუშინ არხის ერთი კვირის ვადაში გაყიდვის შესახებ განაცხადა.

საქართველოს მოქალაქეები ბულგარეთში დროებით ლეგალურ დასაქმებას შეძლებენ

22 აგვისტო, 2019 , 12:30

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, ბულგარეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებების ოფიციალური რაუნდი გაიმართა. სხდომას თავმჯდომარეობდა

თბილისის მეტროპოლიტენში შეფერხება იყო

22 აგვისტო, 2019 , 11:05

მეტროსადგურ „დიდუბიდან“ „ახმეტელის თეატრის“ სადგურამდე მოძრაობა შეფერხებული იყო. როგორც მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განაცხადეს, დღეს დილით მეტროს პირველ ხაზზე მატარებელი მხოლოდ ნაწილობრივ მოძრაო

„ფორსაჟის“ გადაღების გამო, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობის შეზღუდვის არეალი გაფართოვდება

22 აგვისტო, 2019 , 10:55

ცნობილი ჰოლივუდური ფილმის, „ფორსაჟის“ გადაღებებიდან გამომდინარე, 23 აგვისტოს 00:00 საათიდან 24 აგვისტოს 00:00 საათამდე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობის შეზღუდვის არეალი გაფართოვდება და ბექას ქუჩიდან მეტროსად

თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

22 აგვისტო, 2019 , 10:35

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ნაძალადევის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 ს

„კახი კალაძე მილანიდან თმაშეჭრილი დაბრუნდა“

21 აგვისტო, 2019 , 19:05

„რუსთავი 2“-ის ყოფილი ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი იმ 18-პუნქტიან ჩამონთვალს აქვეყნებს ფეისბუქში, რაც „რ2-მა "კურიერის" გაჩერების გამო ვერ თქვა. „ის, რაც ვერ თქვა რ2-მა "კურიერის" გაჩერების გამო:1

საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამთავრობო კომისიების საექსპერტო ჯგუფები საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე ერთობლივ სამუშაოებს განაგრძობენ - საგარეო უწყება

21 აგვისტო, 2019 , 17:25

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სამთავრობო კომისიების საექსპერტო ჯგუფები განაგრძობენ ერთობლივ სამუშაოებს სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს