უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

18 ივლისი, 2019 13:13
font-size

„რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა პალატის დონეზე დასრულებულია სახელმწიფოს სრული გამარჯვებით - თეა წულუკიანი

„რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა პალატის დონეზე დასრულებულია სახელმწიფოს სრული გამარჯვებით, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, ევროპული სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ გადაწყვიტა შემდეგი: ერთხმად დაადგინა, რომ აღარ არსებობს 2017 წლის მარტში გამოყენებული შეჩერების ღონისძიების მიზანშეწონილობა და ის არის მოხსნილი. დაუშვებლად სცნო სრულად „რუსთავი2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო „რუსთავი 2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულსა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"–ისა და ვაზაგაშვილების საქმეებზე გადაწყვეტილებები ოფიციალურ ვებგვერდზე რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა.

სასამართლომ ვაზაგაშვილების სასაგრებლოდ საქართველოს სახელმწიფოს 50 000 ევროს კომპენსაცია დააკისრა.

„რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დადგინდა. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს.

ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.

პოლიციამ „აიტექნიკსის” გაქურდვის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

24 აგვისტო, 2019 , 11:20

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა ქურდობის მცდელობის ფაქტზე 2004 წელს დაბადებული გ.გ დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, დანაშაული ოთხი

მე უკვე სარჩელს ვამზადებ სტრასბურგისთვის - ბაჩანა შენგელია

24 აგვისტო, 2019 , 10:49

„ეს იყო აბსოლუტურად უკანონო, სრულიად დაუსაბუთებელი და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება”, - ასე აფასებს ზუგდიდის მეექვსე სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია, გენერალური პროკურატურის გადაწყვ

გენერალურმა პროკურატურამ ია კერზაიას საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

23 აგვისტო, 2019 , 19:02

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჩატარებული გამოძიების შედეგად, ქ. ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება - დანაშაულის არარსებობის გამო

თბილისში, ერთ-ერთ ღამის კლუბში მობილური ტელეფონების ქურდობისთვის ერთი პირი დააკავეს

23 აგვისტო, 2019 , 12:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე 1997 წელს დაბადებული მ.

ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

23 აგვისტო, 2019 , 11:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნაკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღე

ხელვაჩაურის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

22 აგვისტო, 2019 , 17:05

ხელვაჩაურის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატი ჯამბულ თავართქილაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ბრალდებით დააკავეს.ამავე საქმეზე დაკავებულია, ასევე, ერთ-ერთი მოქალაქე. ამის შესა

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს