უკან

საზოგადოება

13 ოქტომბერი, 2017 17:50
font-size

რუსთავი 2-მა და იმედმა მერიის ვიდეორგოლის გაშვებით „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი დაარღვიეს - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიასაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისი, რუსთავი 2, იმედი, რეკლამა, გაკეთდა თბილისისთვის, მერია

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-მა და „ტვ იმედმა“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი დაარღვიეს, რადგან მათ მიერ გაშვებული მერიის სარეკლამო ვიდეორგოლი „გაკეთდა თბილისისთვის“ სოციალური რეკლამის ფუნქციას არ ატარებს.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „სამაუწყებლო ტელეკომპანია რუსთავი 2“-ისა და შპს „ტელეიმედის“ მიმართ საჩივარი განიხილა.

კომისიას განცხადებით აა(ი)პ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, მპგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ“, მპგ „ევროპულმა საქართველომ - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი სამდივნომ“ მიმართა. აღნიშნული ორგანიზაციები ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ეთერში მერიის დაკვეთით განთავსებული სარეკლამო რგოლების - „გაკეთდა თბილისისთვის“, შესწავლასა და კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში მათზე რეაგირებას ითხოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661მუხლის, მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება სოციალური რეკლამის განთავსებისთვის ამ კანონის 65-ე მუხლით განსაზღვრული დროის ხანგრძლივობის მინიმალური ზღვრის მიღმა სოციალური რეკლამის განთავსებისან/და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია მისი ბიუჯეტის ცალკე მუხლით. ასევე, ამავე კანონის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციული ორგანო და მაუწყებელი ვერ თანხმდებიან იმაზე, არის თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მაუწყებლისთვის მიწოდებული მასალა სოციალური რეკლამა ან/და შეიცავს თუ არა იგი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, დავას წყვეტს კომისია ერთ-ერთი მხარის მიერ მისთვის შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

კომისიამ საჯარო სხდომაზე ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით განიხილა საკითხი და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი ვიდეო რგოლები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი არ არის. ვიდეო რგოლებით - „გაკეთდა თბილისისთვის“ - კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოს რეკლამირება ხდება და აქედან გამომდინარე, არ შეესაბამება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661მუხლის, მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მიზანს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ ეთერში სარეკლამო რგოლები - „გაკეთდა თბილისისთვის“ განთავსდა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, თუმცა კომისიამ ტელეკომპანიების მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა (წერილობითი გაფრთხილება) არ გამოიყენა“, -ნათქვამია განცხადებაში.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი