უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

14 აგვისტო, 2019 15:20
font-size

„რუსთავი 2“-ს 28 მილიონამდე, „იმედს“ 19 მილიონამდე, „მაესტროს“ კი 8 მილიონზე მეტი დავალიანება აქვს - ფინანსთა მინისტრი

“რამდენიმე ტელევიზიას აქვს საკმაოდ მსხვილი დავალიანება, ეს არის „იმედი“ „რუსთავი 2“ და „მაესტრო“,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, აუცილებელია ტელევიზიებმა აღარ დააგროვონ დავალიანებები, წლების განმავლობაში დაგროვებული გადასახადის გადახდა კი ეტაპობრივად მოახდინონ.

“რამდენიმე ტელევიზიას აქვს საკმაოდ მსხვილი დავალიანება, ეს არის „იმედი“ „რუსთავი 2“ და „მაესტრო“. „რუსთავს“ აქვს დაახლოებით 28 მილიონამდე, „იმედს“ 19 მილიონის ფარგლებში და „მაესტროს“ 8 მილიონზე ცოტა მეტი,“- აღნიშნა მაჭავარიანმა.-

როგორც მინისტრმა განაცხადა, ეს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვილი საგადასახადო დავალიანებაა.

„ზოგადად, ისტორიას თუ გადავხედავთ, სხვადასხვა პერიოდში საქართველოში ეს მანკიერი პრაქტიკა, სამწუხაროდ, არსებობდა. ტელეკომპანიები იგროვებდნენ ვალებს, მერე ხდებოდა რაღაც ამნისტიის მსგავსი ჩამოწერა. ეს ხდებოდა სხვადასხვა ხელისუფლების დროს. ვფიქრობ, დადგა დრო, რომ აღნიშნული საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გასწორდეს და გეტყვით, რა არის ჩვენი ხედვა ამის მოგვარებისა და გასწორების“, – განაცხადა მინისტრმა.

მაჭავარიანი განმარტავს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას თავისი მოტივიც აქვს.

„მოტივი არის ის, რომ არიან ტელევიზიები, გაცილებით მცირე ზომის, მაგრამ არ აგროვებენ დავალიანებას და იხდიან პატიოსნად. ვფიქრობ, ეს საერთოდ არ არის სამართლიანი და მგონი, უხერხულიცაა. მაგალითად, აქ ვხედავ „ტვ პირველის“ წარმომადგენელს და მიკროფონს. აღნიშნული ტელევიზია ამ წლების განმავლობაში პატიოსნად იხდიდა, ასევე იყო მაგალითად, „კავკასია“. ვფიქრობ, ერთ საკანონმდებლო სივრცეში ვართ, ვერავინ იტყვის, რა დააშავეს ამ ადამიანებმა, რომლებიც პატიოსნად იხდიან გადასახადებს. შესაბამისად, რასაკვირველია, პირველ რიგში, მოტივაცია არის, რომ ეს ამბავი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს, გასწორედეს და ყველამ უნდა დაიწყოს გადასახადის გადახდა“, – განაცხადა მინისტრმა.

მაჭავარიანი განმარტავს, რომ ძველი დავალიანებები საკმაოდ ბევრია და ერთბაშად და ახლავე მათი დაფარვა ტელეკომპანიებს გაუჭირდებათ, შეიძლება, ამის გამო მათი ყოფნა-არყოფნის საკითხიც დადგეს.

„ეს, რასაკვირველია, არც ჩვენი ხელისუფლების და არც ზოგადად, საზოგადოების ინტერესში არ არის, ამიტომ ჩვენ, ამ შემთხვევაში, მე, ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის სახელით მინდა, მივმართო და მოვუწოდო ტელევიზიებს, რომ უახლოეს ვადაში, უახლოესი ერთი, მაქსიმუმ ორი კვირა, მოვიდნენ თავიანთი შემოთავაზებებით, როგორ ხედავენ ძველი ვალის რესტრუქტურიზაციას, შეთანხმებას, გრაფიკს“, – აღნიშნა მინისტრმა.

„ვირო მადლიო“- მიხეილ სააკაშვილი მამუკა ხაზარაძეს პასუხობს

14 სექტემბერი, 2019 , 13:40

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებს ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმიანება. „ვირო მადლიო – აი, ეს ტიპი ამტკიცებს,

ნატო ჩხეიძე მამუკა ხაზარაძეზე: „ცოტ-ცოტაობა სირცხვილებით მივიდა „ლელო“-ს გახსნამდე“

14 სექტემბერი, 2019 , 11:13

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე მამუკა ხაზარაძის მიერ პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ დაფუძნებას და ასევე, მის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. „სერიიდან: აბა,

წარმოდგენა არ მაქვს, დღეს ვინ არის სანდო და ვინ არ არის სანდო - ივანე მაჭავარიანი

13 სექტემბერი, 2019 , 14:35

საქართველოში ვცხოვრობ ბოლო 45 წელიწადია, აქედან 20 წელზე მეტი ვარ ბიზნესში, ერთი წელი ვარ საჯარო სამსახურში და ერთ რამეს ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო არ ყოფილა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს

არანაირი სურვილი არ მაქვს, მამუკა ხაზარაძეს ჭორაობაში ავყვე - მაია ცქიტიშვილი

13 სექტემბერი, 2019 , 12:35

ეს არის ჭორაობა, რომელიც ჩვენ არაერთი მოგვისმენია ბატონი მამუკა ხაზარაძისგან, - ასე შეაფასა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“

პოლიტიკისა და ბიზნესის აღრევამ დარტყმა მიაყენა ბიზნესსაც და პოლიტიკასაც - თემურ შაშიაშვილი

13 სექტემბერი, 2019 , 12:00

არ შეიძლება ბიზნესისა და პოლიტიკის აღრევა. ქვეყანას სჭირდება პოლიტიკა, რომელიც იცავს ბიზნესს და ბიზნესი, რომელიც აფინანსებს დემოკრატიას. ხოლო ფულიანების მოსვლა პოლიტიკაში არის შეცდომა. , - ასეთი კომენტარი გააკეთა თეთრები

ლელო, საქართველო, პოეზია. მეტს მოველოდი - გია ვოლსკი

12 სექტემბერი, 2019 , 16:25

„მართალი გითხრათ, არ მოველოდი, რომ ასეთი ბიბლიური, მისტიური, ლირიული წარმოდგენა ექნებოდა – ლელო, საქართველო, პოეზია. მეტს მოველოდი. არ ვიცი, ვნახოთ მომავალში როგორ განავითარებს. მე ძალიან მდარე შთაბეჭდილება დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს