უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 დეკემბერი, 2016 14:00
font-size

რუსთავი2 ფინანსური პრობლემების წინაშე დგას - ნიკა გვარამია

ტელეკომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ 1,5 წლის განმავლობაში რუსთავი2-ის ქონებას ყადაღა ადევს, კომპანია ვერ ახერხებს ბანკებს, თუ სხვა საფინანსო ინსტიტუტებს სესხის, ან სხვა სერვისისთვის მიმართოს.

როგორც გვარამიამ სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, აქედან გამომდინარე, კომპანიას ფინანსური პრობლემები ექმნება საგარეო საფინანსო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.

გვარამია მიმართავს ხელისუფლებას, თავი დაანებოს რუსთავი2-ს.

მისივე თქმით, ახლა საგადასახადო სამსახურის გადასაწყვეტია, დაადებს თუ არა საინკასო დავალებას რუსთავი2-ს, ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის, რაც, ნიკა გვარამიას თქმით, ტელეკომპანიის ფინანსური სიკვდილი იქნება.

„მთელი 1,5 წელიწადია, რაც რუსთავი2-სა და „საქართველოს“ ქონებას ყადაღა ადევს. შესაბამისად, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას მივმართოთ ნებისმიერ საბანკო, თუ საფინანსო ინსტიტუციას სესხისთვის და ასე შემდეგ. ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ არც ერთი დღით არ დაგვიგვიანია ხელფასის გაცემა. მაგრამ, სამწუხაროდ, ვაგვიანებთ პერიოდულად ჩვენი ვალდებულებების შესრულებას ჩვენი კრედიტორების წინაშე. ახლა უკვე დადგა ის პერიოდი, როდესაც ვაგვიანებთ საგადასახადო ტვირთის აღსრულებას. უკვე ერთ თვეა, რაც რუსთავი2-მა ვერ შეძლო დეკლარირებული გადასახადის სახელმწიფო ხაზინაში ჩარიცხვა.

ერთი თვე საგადასახადო სამსახურმა გვადროვა, რისთვის მას მადლობას ვუხდით, რომ გაგებით მოეკიდა ჩვენს მძიმე სიტუაციას. მაგრამ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ამ სიტუაციაში, მათ შორის სახელმწიფოს წინაშე ჩვენი ვალდებულებების შეუსრულებლობა მთლიანად არის გამოწვეული უკანონო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი ამგვარი გადაწყვეტილებით, იმ ბრძოლის ბრალია, რომელსაც ჩვენს წინააღმდეგ უკანონოდ აწარმოებს სახელმწიფო.

უზენაესმა სასამართლომ ვერ გამონახა დრო რომ ემსჯელა ჩვენს შუამდგომლობაზე ვიდრე საქმე დასრულდებოდა ყადაღა მოხსნილიყო და ჩვენ შეგვძლებოდა გამართულად ფინანსური ოპერირება. და დღეს უკვე მივედით ამ მდგომარეობამდე, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი შიდავალდებულებების გასტუმრება, მაგრამ უკვე გვიდგას პრობლემა გარევალდებულებების გასტუმრების და მათ შორის საგადასახადო ვალდებულებების გასტუმრების. აუცილებლად დავდგებით იმ მომენტის წინაშე, როდესაც ჩვენ გვექნება პრობლემები შიდავალდებულებების გასტუმრებასთან დაკავშირებით.

ამიტომ, მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მივმართავ, სასამართლო ხელისუფლებას- დაანებეთ რუსთავი2-ს თავი. გადაწყვიტეთ რუსთავი2-ის საქმე ობიექტურად და ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, მოხსენით ყადაღა, რომელიც მხოლოდ იმას ემსახურება, რომ შეუძლებელი გახდეს ჩვენი ფინანსური საქმიანობა ისე, როგორც ეს შეეფერება ამხელა კომპანიას. ჩვენ ძალიან მაღალბიუჯეტიანი კომპანია ვართ, რომელიც ასაქმებს ათასამდე ადამიანს, ეს არის ათასი დასაქმებული ოჯახი.

კიდევ ერთხელ მოგვმართავთ, მათ შორის საგადასახადო სამსახურსაც, ჩვენ ვერ შევასრულებთ, როგორც ჩანს, ჩვენ საგადასახადო ვალდებულებებს, ვიდრე ეს დავა არ მორჩება, ან მანამდე თუ წიმსწრებად ჩვენს ქონებას არ მოეხსნება ყადაღა. ჩვენი ანგარიშებისთვის საინკასო დავალების დადება საგადახადო სამსახურის მხრიდან იქნება ჩვენი ფინანსური მკვლელობა. ახლა მისი გადასაწყვეტია, მისი დისკრეციის ფარგლებში უარს იტყვის საინკასო დავალებაზე, თუ პირდაპირ ავტომატური საინკასო დავალების დადებით მოკლავს რუსთავი2-ს ფინანსურად და შუძლებელს გახდის ჩვენთვის ოპერირებას.

აქ ადამიანები ძალიან მაღალკვალიფიციურ შრომაში ხელფასს იღებენ. მე, როგორც მენეჯერი, ვერავის უხელფასოდ ვერ ვამუშავებ. რუსთავი2-ს უბრალოდ ეთერი გაეთიშება. ჩევნ აქ არ დავდივართ ჩემოდნებით, ქეშით და ასე შემდეგ, როგორც ეს ხდებოდა, ქიბარ ხალვაშის მტკიცებით, მის დროს. ჩვენ არც ერთი თეთრი არ გვაქვს საბიუჯეტო დავალება, არ გვქონია აქამდე, არც ერთი დღე გადაცილება არ გვქონია, ვიხდით პირნათლად უზარმაზარ გადასახადებს. მე იმედი მაქვს, შესაბამისი თანამდებობის პირების ადეკვატურობის, იმედს ვიტოვებ სასამართლოს ობიექტურობის და ამ დავის სამართლის, კონსტიტუციის და საღი აზრის შესაბამისად გადაწყვეტის“,-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მონიკა დავლიანიძე

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0652 ლარი გახდა

16 ივლისი, 2020 , 18:14

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0652 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0651 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

საქართველოში განქორწინებულთა რიცხვი რეკორდულად მაღალ ნიშნულს იკავებს - ანა ფუტკარაძე

16 ივლისი, 2020 , 17:02

საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში, განქორწინების მაჩვენებელმა რეკორდულ ზღვარს მიაღწია და ბოლო 10 წლის განმავლობაში, 11, 205 შეადგინა, თუმცა აღნიშნული მონაცემიც სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაცია არ არის და შეეხება მხოლო

ქართველ სტუდენტთა გერმანიაში დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით მთავრობამ კიდევ ერთი სუბსიდირებადი ფრენა დაამტკიცა - ნათია თურნავა

16 ივლისი, 2020 , 15:16

ქართველ სტუდენტებს, რომელთაც გერმანიაში დროზე ადრე დაბრუნება სურთ, მთავრობა ჩარტერულ რეისს სთავაზობს - ამის შესახებ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ისაუბრა.

თავდაცვის სამინისტროში მომსახურე, ასევე ყოფილ სამხედროებს, ბინები კერძო საკუთრებაში გადაეცემათ - გიორგი გახარია

16 ივლისი, 2020 , 15:04

თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, მისი უწყებრივი ბინები, საუბარია რამდენიმე ათას ბინაზე, რომელიც, როგორც დღე, თავდაცვის სამინისტროში მომსახურე ჩვენს სამხედროებს, ასევე ყოფილ სამხედროებს ეხება, კომისიური წესით ი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ინსტიტუტმა ინოვაციური მეთოდი შეიმუშავა და ახალი ტექნოლოგიები შექმნა

16 ივლისი, 2020 , 14:36

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ინფორმაციის ჰოლოგრაფიული ჩაწერისა და დამუშავების ლაბორატორიაში, უნიკალური პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული დიფრაქციული ელემენტის საფუძველზე, ინოვაციური პოლარიმეტრული მ

პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრს დაავალა, მიზნობრივი სოციალური დახმარების მიმღებთა სია კიდევ ერთხელ გადაიხედოს

16 ივლისი, 2020 , 13:07

 ფინანსთა სამინისტროს უნდა განვუსაზღვროთ დავალებად, რომ კიდევ ერთხელ გადავხედოთ ჩვენი მოქალაქეების სიას, რომლებსაც ჩვენ სოციალური მიზნობრივი დახმარება გავუწიეთ და კიდევ ერთხელ ვნახოთ, მიზნობრიობის თვალსაზრისით რისი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე