უკან

საზოგადოება

14 თებერვალი, 2017 17:00
font-size

რუსთავი2-ის დირექტორის დაკავება შეუქცევად პროცესებს გამოიწვევს - გიგა ბოკერია

„მოძრაობა წინსვლისთვის- ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, საგამოძიებო უწყებაში ტელეკომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე დაბარების საკითხს გამოეხმაურა.

როგორც ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოსა და საქართველოს ფარგლებს გარეთ, ყველასთვის ნათელია, რომ რუსთავი2-ის წინააღმდეგ კამპანია არის პირადად ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის მიერ ორგანიზებული და არის წმინდა პოლიტიკური ხასიათის.

„აქამდეც ივანიშვილმა და მისი მარიონეტების გუნდმა ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ქართულ დემოკრატიას, ქართულ სახელმწფოს, ქართულ ინსტიტუტებს, მაგრამ შეგვიძლია სრული რწმენით ვთქვა, რომ ნაბიჯი რუსთავი2-ის ხელში ჩაგდების, ნაბიჯი რუსთვაი2-ის ჩახშობის, ან შესაძლოა ნაბიჯი რუსთავი2-ის დირექტორის დაკავების, იქნება ყველა სხვა ზიანთან შედარებით ყველაზე უფრო დიდი ზიანის მომტანი ქართული დემოკრატიისთვის. ამას მოჰყვება შეუქცევადი პროცესები პროტესტისა ქართული საზოგადოების მხრიდან. ჩვენს ხელისუფლებას, ივანიშვილს, მის გარემოცვას, ჯერ კიდევ აქვს შანსი ეს საბედისწერო ნაბიჯი, საბედისწერო მათთვის პირველ რიგში, მაგრამ ძალიან დიდი ზიანის მომტანი ქართული დემოკრატიის და სახელმწიფოსთვის - არ გადადგას. თქვენ გაქვთ შანსი არ ჩაიგდოთ საკუთარი პოლიტიკური მომავალი ძალიან დიდ საფრთხეში და არ მიაყენოთ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი ზიანი ჩვენს ქვეყანას.

კვირის აქცია, რომელიც იქნა დაანონსებული, არის საკვანძო მომენტი ქართული დემოკრატიისთვის და მე დარწმუნებული ვარ, კვირას, ან შემდეგი დღეების განმავლობაში, ამ პროტესტს შეუერთდება ქართული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი. მე არ ვაკეთებ პროგნოზებს რაოდენობაზე, მე ვგულისხმობ, შინაარს და დატვირთვას ამ პროტესტის. ეს ამბავი არ ჩაივლის ისე, როგორც შეიძლება ილუზია ჰქონდეს ან ივანიშვილს, ან მის გარემოცვას. ამის გარანტიას იძლევა ქართული საზოგადოება. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო პირადად ივანიშვილს და ყველას ვისაც ან ხმა მიუწვდება, ან აპირებს რომ შეასრულოს მისი ეს დანაშაულებრივი ბრძანებები - არ გადადგათ ეს ნაბიჯი“,-განაცხადა ბოკერიამ.

მონიკა დავლიანიძე

„საპარტნიორო ფონდმა“ ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით, მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა

24 აგვისტო, 2019 , 15:20

„საპარტნიორო ფონდმა“ მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა. „საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, პროექტი ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. მათივე ცნობით, საზეიმო ცერემონიალში მონაწილ

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა

24 აგვისტო, 2019 , 12:03

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი წელს ერთი კვირით გვიან, აგვისტოს მეოთხე შაბათს, 24 აგვისტოს გაიხსნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილება გადამფრენი ფრინველების დაცვის მიზნით მ

გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

24 აგვისტო, 2019 , 11:50

გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ხანგოშვილს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს ჭრილობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისათვის, სავარაუდოდ, ერთი პირია დაკ

მეტროში ელექტრო კაბელებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ჯამური ღირებულება 15 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტია

24 აგვისტო, 2019 , 11:50

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით თბილისის მეტროს კაბელებისა და ვენტილაციის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. პროექ

პენიტენციურ დაწესებულებებში მარიამობასთან დაკავშირებით ამანათების მიღება 26 აგვისტოს დაიწყება

24 აგვისტო, 2019 , 11:00

პენიტენციური დაწესებულებები მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათებს 26 და 27 აგვისტოს, 09:00-დან 18:00 საათამდე მიიღებენ. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, უწყების დაქვემდებარებაშ

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ევროკავშირის ელჩს შეხვდა

23 აგვისტო, 2019 , 17:50

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს და ევროკავშირის წარმომადგენელს ივონ გოგოლს შეხვდა. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სახელმწიფო ინსპექტორის მოა

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს