უკან

საზოგადოება

7 თებერვალი, 2017 14:20
font-size

რუსთავის „აზოტიდან“ გათავისუფლებული მუშების მხარდასაჭერი აქცია-მსვლელობა ფიზიკური დაპირისპირების ფონზე გაიმართა

თბილისში თავისუფლების მოედნის მიმართულებით 26 იანვარს რუსთავის „აზოტიდან“ გათავისუფლებული 350 მუშის მხარდასაჭერი აქცია-მსვლელობა გაიმართა.

პროტესტის ორგანიზატორია საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება. მასში ასევე მიიღეს მონაწილეობა სტუდენტურმა გაერთიანებებმა.

აქციის დროს მოხდა ფიზიკური დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის.
პოლიცია მათ შენიშვნებს აძლევდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შესახებ, რამაც გამოიწვია სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.

აქციის ფეისბუქ გვერდზე წერია, რომ მსვლელობის მთავარი მიზანი „მუშების სამსახურში უპირობო აღდგენაა“.

„რამდენიმე დღის წინ, სამმართველოს შენობაში შესულ მუშებსა და სტუდენტებს პოლიცია სასტიკად გაუსწორდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოში მხოლოდ დიდი კორპორაციებისა და კერძო ბიზნესის ინტერესებია დაცული, ამიტომაც აზოტის ამჟამინდელი მფლობელები უკან დახევას არ აპირებენ, ისინი უარს ამბობენ იმ მოთხოვნების შესრულებაზე, რომლებიც გულისხმობს 350 ადამიანის დაუყოვნებლივ აღდგენას, ახალი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას პროცესში ჩაერთოს არა ძალის გამოყენებით, არამედ ხელი შეუწყოს მშრომელთა მოთხოვნების აღსრულებას, ასევე პრაქტიკაში განახორციელოს კანონი, რომელიც ბანკებს უკრძალავს არაპროფილური ბიზნესის ფლობას, შექმნას რეალური შრომის ინსპექცია, რათა მშრომელებს ჰქონდეთ უსაფრთხო და ღირსეული სამუშაო პირობები. დაუშვებელია დიდი, სტრატეგიული საწარმოები იყოს ერთი ინვესტორის, მით უმეტეს, ბანკის მფლობელობაში.

მოვითხოვთ გათავისუფლებული მუშების უპირობო აღდგენას!

საწარმო ეკუთვნის მშრომელებს და იმ ადამიანებს, რომლებიც რეალურად ქმნიან დოვლათს და ხელს უწყობენ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას! “- წერია აქციის ფეისბუქ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 26 იანვარს სს „რუსთავის აზოტმა“ 350 ადამიანი გაათავისუფლა.

ანა მებურიშვილი

საკვანძო სიტყვები:

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი