საზოგადოება
,,რუსთავის აზოტიდან’’ გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს
,,რუსთავის აზოტიდან’’ გათავისუფლებული თანამშრომლები საკუთარ უფლებებს სასამართლოს გზით დაიცავენ.
50-ზე მეტმა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სამუშაოზე აღდგენის და განაცდური ხელფასის გადახდის მოთხოვნით პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად დღეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. გარდა ამისა, ისინი კომპენსაციასაც მოითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ "რუსთავის აზოტიდან" ქარხნის ახალმა მენეჯმენტმა 350 თანამშრომელი წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაითხოვა, ისინი სამუშაო ადგილებზე აღდგენის მოთხოვნით, რამდენიმე კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციებს მართავდნენ. საწარმოს ხელმძღვანელობამ გათავისუფლებულ მუშებს კომპენსაცია შესთავაზა, მათი ნაწილი შეთავაზებას დათანხმდა, ნაწილმა კი საპროტესტო გამოსვლები განაგრძო და მათი უფლებების დაცვა სასამართლოს გზით გადაწყვიტა.
ნინო ექვთიმიშვილი