უახლესი ამბები
- 23.02.2019 11:15თბილისში დგომა-გაჩერებისა და პარკირების წესების დაცვის მიზნით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება
- 23.02.2019 11:15სასწორზე დევს ბიძინა ივანიშვილის რეპუტაცია - ანა დოლიძე
- 23.02.2019 11:15ბიძინა ივანიშვილი დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან შეხვედრებს 25 თებერვლიდან გააგრძელებს
- 23.02.2019 11:08დღის კალენდარი _ 23 თებერვალი
არქივი
სამართალი


„რუსთავის აზოტსა“ და „საქართველოს ბანკს“ შორის სასამართლო დავა - ტესტი საქართველოსთვის (ვიდეო)
ლონდონში მიმდინარე სასამართლო პროცესი, როგორც ჩანს, საქართველსოთვის სერიოზული ტესტი იქნება. ბრიტანეთში „რუსთავის აზოტსა“ და „საქართველოს ბანკს“ შორის დავას თვალს საეთაშორისო ორგანიზაციები, მსხვილი ინვესტორები და დიპლომატები ადევნებენ.
საქართველოში დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ყოფილი ელჩის დონალდ მაკლარენის თქმით, კითხვები უკვე დასმულია და ახლა ყველა პასუხებს ელის.
„ძალიან საინტერესო საქმის განხილვა ხდება ლონდონის სასამართლოში. „რუსთავის აზოტმა“ უჩივლა „საქართველოს ბანკის“ მფლობელ კომპანიას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, რომელსაც საერთაშორისო ინვესტორები ყურადღებით აკვირდებან. ისინი დაინტერესდებიან თუ როგორ მუშაობენ ბანკები საქართველოში? მოქმედებენ თუ არა ისინი სამართლიანად, დაეხმარებიან თუ არა ბიზნეს? თუ ამოძრავებთ უკანონო ზეწოლის საფუძველზე ბიზნესის დახურვისა თუ კომპანიების მითვისების მოტივაცია. სწორედ ეს კითხვებია ახლა დასმული და ბიზნესმენები და ინვესტორები მათზე პასუხს ელოდებიან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბანკებმა დაინახონ თავიანთი როლი ეკონომიკაში და წვლილი შეიტანონ მასში მაქსიმალურად დადებითი კუთხით,“ - აღნიშნავს დიპლომატი.
დონალდ მაკლარენის განმარტებით, როგორც ბიზნესმენებმა, ისე ბანკებმა მხოლოდ საკუთარი უფლებების ფარგლებში უნდა იმოქმედონ და ბიზნესის ხელში ჩაგდების ინტერესი ბანკების ქმედებებში არ უნდა იკითხებოდეს.
„კიდევ ერთი სფერო, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს არის ბანკების ქმედებები. ეკონომიკის სფეროში მუშაობისას ბანკებს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ. ისინი ბიზნესის მეგობრები უნდა იყვნენ და არა ზეწოლის განმახორციელებლები. თავისთავად, ბიზნესმენმა უნდა გადაიხადოს გადასახადები, საბანკო ხარჯები და ასე შემდეგ, თუმცა, თუკი ბანკი უნდა იყოს წარმატებული ეკონომიკის შემადგენელი ნაწილი, მაშინ იგი ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, თუ როგორ დაეხმაროს ბიზნესს და არა იმაზე, თუ რა ზეწოლა მოახდინოს მასზე - როგორ დახუროს და მიითვისოს ბიზნესი,“ - აღნიშნა მან.
საკვანძო სიტყვები:

ლანჩხუთში მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებული დააკავეს
22 თებერვალი, 2019 , 21:32

სტრასბურგის სასამართლომ 2012 წლამდე მომხდარ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ევროპული კონვენციის დარღვევა დაადგინა
22 თებერვალი, 2019 , 15:05

გალში ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
22 თებერვალი, 2019 , 14:35

ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც თურქეთში ქურდობის ბრალდებით დააკავეს, გათავისუფლებული არიან
22 თებერვალი, 2019 , 12:55
ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვადაგასული, ასევე ცხენის ხორცის რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა
22 თებერვალი, 2019 , 12:41

პოლიციამ ძველ თბილისში ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
22 თებერვალი, 2019 , 12:03