უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

30 იანვარი, 2017 12:30
font-size

რუსთავის „აზოტთან“ ქარხნიდან გათავისუფლებული მუშები საპროსტესტო აქციას მართავენ

რუსთავში „აზოტის“ ქარხანასთან საწარმოდან გათავისუფლებული მუშები აქციას მართავენ და სამსახურში აღდგენას ითხოვენ.

რუსთავის პროფკავშირის წარმომადგენლის თქმით, ისინი პროტესტის ორ ფორმას მიმართავენ. მისი განცხადებით, გათავისუფლებული მუშები იქამდე გააგრძელებენ აქციებს, სანამ ადმინისტრაცია მათთან მოლაპარაკებებს არ დაიწყებს. ასევე იგეგმება სარჩელის შეტანა სასამართლოში თანამშრომელთა გათავისუფლებისა და „კაბალური პირობების შემცველი კონტრაქტების გაუქმების“ შესახებ.

რუსთავის პროფკავშირის წევრმა „ინფო რუსთავთან“ საუბარში განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, იგეგმება კიდევ ერთი მასშტაბური გათავისუფლება. თუმცა მან იქვე აღნიშნა, რომ ინფორმაცია დამტკიცებული არაა და დაზუსტებას მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ 26 იანვარს სს „რუსთავის აზოტმა“ 330-მდე ადამიანი გაათავისუფლა.

როგორც „მედიანიუსს“ აზოტის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ზვიად კეჭაყმაძემ განუცხადა, ამჟამად კომპანიაში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რადგან საწარმოს მფლობელი შეეცვალა. კომპანია შპს-დან სააქციო საზოგადოება „რუსთავის აზოტად“ გადაიქცა.

კეჭაყმაძე ამბობს, რომ კომპანია თანამშრომელთა ხელახალ მიღებასა და მათთან ხელშეკრულების დადებას აპირებს. დაბრუნდებიან თუ არა გათავისუფლებული მუშები, ჯერჯერობით უცნობია.

გუშინ, თბილისში ჟვანიას მოედანზე გათავისუფლებული მუშების მხარდამჭერი მსვლელობა მოაწყვეს მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიურ მრეწველობაში დასაქმებულთა პროფკავშირის წარმომადგენლებმა და სტუდენტურმა მოძრაობამ „მწვანე მუშტმა“. მსვლელობა „საქართველოს ბანკის“ ცენტრალური ოფისისკენ გაიმართა. აქციის მონაწილეთა თქმით, აქცია იმიტომ ჩატარდა საქართველოს ბანკთან, რადგან კომპანია ქარხნის მმართველი პარტნიორია.

ანა მებურიშვილი

საკვანძო სიტყვები:

ქუთაისის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

19 სექტემბერი, 2018 , 17:10

ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს,  გია უკლებას,  ცემის შედეგად სახის არეში აქვს დაზიანებები მიყენებული. ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე 19 სექტემბერს,  უკლებასა და "ქართული ო

ქუთაისის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

19 სექტემბერი, 2018 , 16:35

ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს,  გია უკლებას,  ცემის შედეგად სახის არეში აქვს დაზიანებები მიყენებული. ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე 19 სექტემბერს,  უკლებასა და "ქართული ო

„Thomas Cook“-ის წარმომადგენლები აჭარით ინტერესდებიან

19 სექტემბერი, 2018 , 15:05

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს მსოფლიოში უმსხვილესი ტურისტული კომპანია „Thomas Cook“-ის წარმომადგენლები სტუმრობენ. ისინი რეგიონში ტურისტულ, ბიზნესს და საინვესტიციო პოტენციალს ეცნობიან. კომპანი

ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში ბულინგის შესაძლო ფაქტს შიდა აუდიტი სწავლობს

19 სექტემბერი, 2018 , 13:50

სკოლებში ბულინგთან და ყველა სახის ძალადობასთან შეურიგებელი ბრძოლა სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით, დარგის სპეციალისტებთან და კვალიფიციურ ფსიქოლოგებთან ერთად, სკოლებში არაერთი ფართომას

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სეტყვამ ვენახების ნაწილი გაანადგურა

19 სექტემბერი, 2018 , 11:15

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სეტყვამ სოფლები დააზარალა, განსაკუთრებით მელაანის, ჩალაუბანისა და არაშენდას მაცხოვრებლები. სტიქიის შედეგად განადგურებულია მოსახლეობის კუთვნილი ვენახების ნაწილი, ერთწლიანი კულტურები და საკარმიდამ

„გვაქვს პატარა ბიძინას და ბახტაძის სცენარი ზუგდიდში“ - დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში

19 სექტემბერი, 2018 , 11:15

გუშინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სხდომაზე მხოლოდ ერთი საკითხი - მერის ლაშა გოგიას გადადგომის შესახებ განცხადების ცნობად მიღება განიხილებოდა.შესახებ „ნიუპოს

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`