უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 ივნისი, 2017 18:05
font-size

რუსთავის მერიაში ენერგოეფექტურობის საკითხებზე შეხვედრა ჩატარდა

რუსთავის მერიაში, ,მერების შეთანხმების’’ ოფიციალური მხარდამჭერი „ენერგოეფექტურობის ცენტრ საქართველოს“ ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით, ,მდგრადი ენერგეტიკის დღის’’ ფარგლებში, შეხვედრა ჩატარდა.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე პროექტის - „ენერგოაუდიტორების ტრეინინგი და სერტიფიცირება და შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია“ პრეზენტაცია მოეწყო. პროექტის მიზანი და დაგეგმილი აქტივობები, ღონისძიების მონაწილეებს, ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორმა, გიორგი აბულაშვილმა და პროექტის პარტნიორი ავსტრიული კომპანიის - ,,ალლპლანი’’ წარმომადგენლებმა, ჰელმუტ ბიორგერმა და დოინა კალოიანუმ გააცნეს. ღონისძიების ფარგლებში, თემაზე „ენერგომენეჯმენტი საზოგადოებრივ შენობებში“. საინფორმაციო სემინარიც ჩატარდა.

შეხვედრას რუსთავის მერი დავით ჯიქია, მერის მოადგილეები: ნოდარ შეროზია და დავით ლობჟანიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნინო ლომიძე, ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ ხელმძღვანელი მერაბ სულაბერიძე, მაჟორიტარი დეპუტატები- ელზა ლეკვეიშვილი, მარლენ ლაბაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტი საქართველოს მერების შეთანხმების ხელმომწერ 6 ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, ახალციხე და ბოლნისი) მდებარე საზოგადოებრივ შენობებში (როგორც მუნიციპალური, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების საკუთრებაში მყოფი) ენერგოდამზოგი ღონისძიებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. ამ მიზნით რუსთავში 12 საზოგადოებრივი შენობა შეირჩა, სადაც კამპანიის განხორციელების პერიოდში შენობების მოსარგებლეები ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა ღონისძიებებში. მათ საშუალება მიეცემათ გაეცნონ სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალებს. საინფორმაციო კამპანიის პარალელურად ასევე, იგეგმება ტრენინგების ჩატარება და ენერგოაუდიტორების მომზადება, რომლებიც მომავალში შეძლებენ შენობების ენერგოეფექტურობის აუდიტის ჩატარებას.

პროექტს, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო დახმარების სააგენტოს (DANIDA) დაფინანსებითა და ჩრდილოეთის ქვეყნების გარემოსდაცვითი საფინანსო კორპორაციის (NEFCO) მხარდაჭერით, „ენეგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“ და კომპანია „ალლპლანი“ (ALLPLAN) ახორციელებენ.

რუსთავის მუნიციპალიტეტი „მერების შეთანხმებას“ 2011 წელს შეუერთდა, რითაც აიღო ვალდებულება 2020 წლისათვის, ქალაქის ტერიტორიაზე CO 2 -ის გამოფრქვევის 20%-ით შემცირებაზე.

ლაზარე გრიგორიადისის საქმის მოსამართლემ მეუღლის უძრავი ქონება დამალა და მშობლებისგან 120 000 ლარი საჩუქრად მიიღო - `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო`

12 აპრილი, 2024 , 16:42

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ზვიად შარაძეს, რომელმაც 2024 წლის 12 აპრილს ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, მშობლებისგან 120 000 ლარი აქვს საჩუქრად მიღებული და მეუღლის სახელზე რეგისტ

შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა

12 აპრილი, 2024 , 14:10

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა ისტორიულად მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და ყაზახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Greet - ის ბრენდის ახალი სასტუმრო შენდება

12 აპრილი, 2024 , 14:02

საქართველოს ბანკი სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, შპს ჰოტელეა საერთაშორისო ბრენდის, Greet by Accor -ის სასტუმროს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #4 - ში აშენებ

კახა კალაძე „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში გამრეკელის ქუჩაზე მიმდინარე პროექტს გაეცნო

12 აპრილი, 2024 , 13:56

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში მიმდინარეობს არსებული ავარიული 4-სართულიანი შენობის სრული დემონტაჟი, რომელსაც დღეს დედაქალაქის მ

ლაზარე გრიგორიადისის ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა

12 აპრილი, 2024 , 12:01

ლაზარე გრიგორიადისის ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე ჩააბარეს.  როგორც ჟურნალისტებთან ლაზარე გრიგორიადისის დედამ, თამთა კალანდაძემ განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ

საქართველოს ბანკის Mastercard ბიზნეს ბარათის მფლობელები ტექნოლოგიური ბრენდების სერვისებზე სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებენ

11 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკმა და Mastercard-მა ბიზნესებისთვის სპეციალური შეთავაზებები შექმნა. ფინანსურმა ინსტიტუტმა საერთაშორისო გადახდების კომპანიასთან ერთად, ბიზნეს საქმიანობის უკეთ წარმართვისა და პროცესების ოპტიმიზაციისთვის საჭი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი