უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 აგვისტო, 2017 13:01
font-size

რუსთავის მერიის მიერ უარის თქმა პაციენტების ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება - სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს ქალაქ რუსთავის მერიას, რომ მან გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და გახდეს შპს „რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ თანადამფინანსებელი.

ომბუდსმენის თქმით, ეს დადებითად იმოქმედებს ფსიქიკური მომსახურების განვითარებასა და შეზრუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებათა დაცვაზე.

„მედიანიუსი“ სახალხო დამცველი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის უარს „მობილური ფსიქიატრიული ჯანდაცვის“ მომსახურების თანადაფინანსებაზე და მიიჩნევს, რომ აუცილებელია, მუნიციპალიტეტმა გადახედოს თავის გადაწყვეტილებას, რადგან სერვისის შეწყვეტა წარმოშობს პაციენტების ჯანმრთელობის გაუარესების რისკს.

საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად არის ჩართული ფსიქიატრიის დარგში არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში და დაინტერესებულ მხარეთა სრული ჩართულობით ხელს უწყობს სფეროს შემდგომ განვითარებას.

გასულ პერიოდში გამართული სამუშაო შეხვედრების ფარგლებში გამოიკვეთა, რომ სახელმწიფოს ძალისხმევა ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნების სათანადოდ განხორციელებისთვის საკმარისი და ეფექტური არ არის. ამასთან, უკიდურესად დაბალია ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისების განვითარების საქმეში.

აღნიშნულის დამადასტურებელ ნათელ მაგალითს წარმოადგენს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ „მობილური ფსიქიატრიული ჯანდაცვის“ მომსახურების დაფინანსებაზე გაცხადებული უარი.

შპს „რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ 2016 წლის თებერვლიდან ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა პროექტს „მობილური ფსიქიატრიული ჯანდაცვა“, რომლის ფარგლებში მობილური ჯგუფების მიერ საცხოვრებელ ადგილზე საჭირო მომსახურებას იღებდა 60 პაციენტი. მობილური ჯგუფების მომსახურების შედეგად 60%–ით შემცირდა სტაციონარებისა და რეჰოსპიტალიზაციის რიცხვი, ტრადიციულ ამბულატორიულ განყოფილებაში დაინერგა მულტიდისციპლინური მუშაობის სტილი. პაციენტებში იკლო ფსიქოპათოლოგიური სიმპტომების სიმწვავემ. გაიზარდა პაციენტების სოციალური ფუნქციონირების და შესაბამისად მათი ოჯახის კმაყოფილების ხარისხი.

2017 წლის ივნისში დასახელებული პროექტის დასრულების შემდეგ, დღის წესრიგში დადგა აღნიშნული სერვისის გაგრძელების საკითხი, რაც ნების არსებობის შემთხვევაში, არ მოითხოვდა მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის მობილიზებას, თუმცა რუსთავის მერიამ შპს „რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართვის მიუხედავად, უარი განაცხადა პროგრამის დაფინანსებაზე.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკა ორიენტირებული უნდა იყოს თემზე დაფუძნებული მომსახურების განვითარებისკენ, რაც ხელს შეუწყობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების სათანადოდ მოვლას, ცხოვრების ხარისხის ამაღლებას, ჰოსპიტალიზაციის შემცირებასა და მათი უფლებების დაცვას. ამ პროცესში განსაკუთრებულია ადგილობრივი თვითმმართველობის როლი და მონაწილეობა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტებმა არსებული რესურსების გონივრულად განაწილებით მეტი ძალისხმევა მიმართონ ასეთი სერვისების განვითარებისკენ და ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანა მებურიშვილი

`ბიძინა და საპატრიარქო მიზანმიმართულად კლავს პატიოსან მოძღვარს`- დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციას მართავს

15 ოქტომბერი, 2019 , 18:28

 ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე საპროტესტო პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავს. აქციის მონაწილეების გან

ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საგრანტო პროექტები განიხილა

15 ოქტომბერი, 2019 , 17:40

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს შეხვდა. „მნიშვნელოვანია FAO-ს მხარდაჭ

შემოსავლების სამსახური საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის წლიურ კონფერენციასა და ტექნოლოგიურ გამოფენას მასპინძლობს

15 ოქტომბერი, 2019 , 17:40

16-17 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისი ჰოტელში“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერითა და საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) ეგიდით, საგადასახადო კანონ

ხაშურის სამშობიარო სახლში დედა და ჩვილი გარდაიცვალნენ

15 ოქტომბერი, 2019 , 17:35

დღეს გამთენიისას სამშობიარო სახლში 40 წლის ინგა კაკიაშვილი გარდაიცვალა. სურამში მცხოვრები ინგა კაკიაშვილი მეხუთე შვილს აჩენდა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. გარდაცვლილის დედის, ლია კაკიაშვილის თქმით, მისი შვილი კლინი

ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა

15 ოქტომბერი, 2019 , 16:20

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით დაფუძნდა

უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შემუშავდება ეროვნული სტრატეგია - ზაზა გაბუნია

15 ოქტომბერი, 2019 , 15:25

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, 10 ოქტომბერს, უსახლკაროთა საერთაშორისო დღეს რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტმა მიიღო გადაწყ