უკან
რეგიონები
19 ოქტომბერი, 2016 18:52
რუსთავში ავარია მსხვერპლით დასრულდა
რუსთავში, მე-2 საჯარო სკოლასთან ავარია მოხდა. არსებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გარეგანათების ბოძს შეეჯახა, შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.