უკან
საზოგადოება
21 მარტი, 2017 11:25
რუსთავში ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა
ძლიერმა ქარმა რუსთავში პრობლემები შექმნა.
რუსთავის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქში სპორტის ქუჩა #2 ის მიმდებარედ, ძლიერი ქარის გამო, ფიჭვის ხე წაიქცა.
შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. ადგილზე მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
ნინო ექვთიმიშვილი