საზოგადოება


რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. დამწვარია 1000 კვ. მ. ფართობი.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ქარისა და ადვილად აალებადი მასალების გამო არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება გვერდით მდებარე ობიექტებზე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება.
ადგილზე მუშაობდა 18 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო დამატებითი ძალები თბილისიდან.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
„შეტყობინება ხანძრის არსებობის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 01:29 საათზე შემოვიდა. სახანძრო მანქანების პირველი ჯგუფი ადგილზე 01:36 საათზე მივიდა. ხანძრის ლოკალიზება 02:03 საათზე მოხერხდა. ხანძრის ცალკეული კერების დამუშავების შემდეგ ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია 09:00 საათზე“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
რაც შეეხება ხანძრის შედეგად დაზარალებულებს, ისინი დამწვარ ფარდულებში შეშვებას ითხოვენ.
თუმცა, ამ ეტაპზე მათ დამწვარ სავაჭრო სივრცეში პოლიცია არ უშვებს.
ხანძრის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 187 მუხლით აღიძრა. ხანძარი გამთენიისას იქნა ლიკვიდირებული. დაიწვა 1000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული პროდუქცია (ტანსაცმელი და ფეხსაცმელი).
საკვანძო სიტყვები:

თამარ გაბუნია - ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, ჩვენთან ერთად, 80-ზე მეტი ექსპერტი მუშაობდა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან
19 იანვარი, 2021 , 17:19

ფორმალური განათლების ფარგლებში მიღებული სწავლის შედეგების აღიარების წესი დამტკიცდა
19 იანვარი, 2021 , 14:40

საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი
19 იანვარი, 2021 , 11:19

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს
19 იანვარი, 2021 , 10:20
„პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ პარტიულ საქმიანობას კანონის სრული დაცვით აგრძელებს”
18 იანვარი, 2021 , 21:40

პირველი თებერვლიდან კლინიკები მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას დაუბრუნდებიან
18 იანვარი, 2021 , 17:45