უკან
უახლესი ამბები
- 23.04.2024 17:34კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე
- 23.04.2024 17:26კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 17:21ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 15:47ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია
- 23.04.2024 15:39საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა
- 23.04.2024 10:37ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
- 23.04.2024 08:21აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა
არქივი
საზოგადოება
17 თებერვალი, 2017 12:45
რუსთავში გაზის ინტოქსიკაციით 21 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიღუპა
რუსთავში, მე-19 მკ/რ-ში გაზით ინტოკსიკაციის შედეგად, სტუმრად მყოფი 21 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციით, შემთხვევა გაზის წყლის გამაცხელებლმა გამოიწვია.
ინფორმაციას რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილი სიძეა, რომელიც ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა.
პირველადი ვერსიით, გარდაცვლილს სამზარეულოში ეძინა. შემთხვევის დროს ბინაში ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ, თუმცა ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარება და კრიმინალური პოლიცია.
ნინო ექვთიმიშვილი