უკან
საზოგადოება
31 მარტი, 2018 12:20
რუსთავში უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟი მიმდინარეობს
რუსთავში უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟი დაიწყო. სამუშაოებს ადგილობრივი თვითმართველობა ახორციელებს.
მე-12 მიკრირაიონში 12-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ავტოფარეხების დემონტაჟის ინიციატივით მოსახლეობა თავად გამოვიდა.
გასუფთავების შემდეგ ტერიტორიაზე რუსთავის მერია სკვერს მოაწყობს.