უკან

პოლიტიკა

18 ნოემბერი, 2019 20:30
font-size

რუსთველის გამზირზე საპოლიციო ღონისძიება წესრიგის აღსადგენად ჩატარდა - კახა კალაძე

საქართველოში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან ოპოზიციის ქმედებები კანონის ჩარჩოებს გასცდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რუსთველის გამზირზე საპოლიციო ღონისძიება წესრიგის აღსადგენად ჩატარდა.

„ჩვენ ორი დღის განმავლობაში ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახეს, რომ არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა და აქციის ორგანიზატორებმა სიტუაციის გამწვავება და პროცესის დესტრუქციულ, უკანონო ქმედებებში გადაზრდა სცადეს. დღეს დილიდან ამ ადამიანებმა სახელმწიფო ინსტიტუტების უკანონო ბლოკირება განაგრძეს, შეურაცხყოფას აყენებდნენ პარლამენტში შემსვლელ ადამიანებს და მიუხედავად მომიტინგეთა მცირე რაოდენობისა, გადაკეტილი ჰქონდათ გზის სავალი ნაწილი, რითაც უხეშად არღვევდნენ კანონს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა.

„მიუხედავად შსს-ს მხრიდან გაკეთებული არაერთი გაფრთხილებისა, ხელისუფლების, თუ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებისა, ოპოზიციონერმა ლიდერებმა უარი თქვეს კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებაზე. შესაბამისად, სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა.

კალაძის შეფასებით, პოლიციამ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი და კვალიფიციურად იმოქმედა, აღადგინა წესრიგი და პროცესები კანონის ჩარჩოში დააბრუნა.

„გვსურს, ამისთვის მადლობა გადავუხადოთ თითოეულ სამართალდამცავს. ამ დროისთვის, პარლამენტის ყველა შესასვლელი თავისუფალია და რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგენილია. მომიტინგეები თავისუფლად განაგრძობენ პროტესტის გამოხატვას პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.

საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში სახელმწიფო უზრუნველყოფს, როგორც თითოეული მოქალაქის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ასევე კონსტიტუციის და საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვას“, – განაცხადა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ფინანსთა სამინისტროს და მთლიანად მთავრობის ამოცანაა ქვეყანაში იყოს ძლიერი ბიზნესი, რომელიც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს - გიორგი გახარია

9 დეკემბერი, 2019 , 17:05

სამუშაო ადგილები ძირითადი გამოწვევაა ჩვენი ეკონომიკის და ყველა სახელმწიფო უწყება, ფინანსთა და ყველა სხვა სამინისტროები მუშაობენ იმაზე, რომ ქვეყანაში იყოს ძლიერი ბიზნესი და ძლიერმა ბიზნესმა შექმნას მაქსიმალურად ახალი სამუ

ფისკალური მდგრადობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია - ივანე მაჭავარიანი

9 დეკემბერი, 2019 , 17:05

ფისკალური მდგრადობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციისას. მისი თქმით, მნ

ჩვენი ამოცანაა, სახელმწიფო ინვესტიციების ეფექტური მართვა - ივანე მაჭავარიანი

9 დეკემბერი, 2019 , 16:53

ჩვენი ამოცანაა, სახელმწიფო ინვესტიციების ეფექტური მართვა, - აღნიშნა, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციისას. მისი

ვუბრუნდებით რეალურ საკითხებს, რაზეც შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია-არჩილ თალაკვაძე

9 დეკემბერი, 2019 , 12:45

მოლაპარაკებების თემა იცვლება, მომდევნო რაუნდში განვიხილავთ არსებული შერეული საარჩევნო სისტემის ფარგლებში მაჟორიტარულ ნაწილზე შესაძლო ცვლილებებს, რაზეც, ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში, მუშაობა ისედაც დაწყებული გვქონდა,-

გიორგი კახიანი პროპორციულ სისტემაზე - ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი იმ გათვლით, რომ რისკებს დავძლევთ

9 დეკემბერი, 2019 , 12:45

დღეს საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში არის ერთი განწყობა, რომ ქვეყანა უნდა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა საარჩევნო სისტემაზე საუბრისას გან

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა დაინიშნა

9 დეკემბერი, 2019 , 12:05

საპარლამენტო უმრავლესობა დღეს მორიგ სხდომას გამართავს. სხდომა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში 15:00 საათზე დაინიშნა და მას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. საუბარი მიმდინარე პოლიტიკუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`