უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 იანვარი, 2018 12:45
font-size

რუსული მედიის ცნობით, აზერბაიჯანული ოპოზიციური მოძრაობა თბილისში 21 იანვარს ყრილობის გამართვას აპირებს

აზერბაიჯანული ოპოზიციური მოძრაობა „რესპუბლიკური ალტერნატივა“ 21 იანვარს თბილისში ყრილობის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ რუსული მედიასაშუალება „Взгляд“-ი წერს.

მისივე ინფორმაციით, ყრილობაში 100 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.

„აღნიშნული მოძრაობის სათავეში დგას 2014 წელს 7 წლით გასამართლებული ილგარ მამედოვი, რომლის გათავისუფლებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ითხოვს. საქართველოს საელჩომ აზერბაიჯანში თავისი არხებით ინფორმაციის გადამოწმება დაიწყო“, - დაწერა „Взгляд“-მა.

გამოცემის წყაროს განცხადებით, ინფორმაცია ამ ყრილობის შესახებ არის აზერბაიჯანის ერთგვარი მინიშნება ქართული მხარისთვის, რათა თბილისმა არ დაუშვას მისი ჩატარება. წყარომ აღნიშნა, რომ ქართული მხარის პოზიციის გამო, რომელსაც სურს, აზერბაიჯანთან მტკიცე სტრატეგიული ურთიერთობები ჰქონდეს, აზერბაიჯანელი ოპოზიციონერები გასამგზავრებლად სხვა ქვეყნებს ირჩევენ.

საპარლმენტო უმცირესობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში იბარებს

18 თებერვალი, 2019 , 16:39

„ევროპული საქართველო“ საბანკო სესხებზე ამოქმედებულ ახალ რეგულაციებს აკრიტიკებს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში იბარებს. „ჩვენი, როგორც საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნააა, პირველი, პარლამენტში

საქართველოს ელჩი საქართველო-იორდანიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

18 თებერვალი, 2019 , 16:00

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა კანდელაკი იორდანიის სენატში საქართველო-იორდანიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ოსალა მალქავისა და ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქარ

ამ ეტაპზე „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი არანაირი ცვლილება მომზადებული არ არის - სამინისტრო

18 თებერვალი, 2019 , 15:25

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუ

უმრავლესობის წევრები – ანრი ოხანაშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი ერთმანეთს სიტყვერად დაუპირისპირდნენ

18 თებერვალი, 2019 , 15:25

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წევრები – ანრი ოხანაშვილი და ოხანასჰვილი_გოგიცჰაისჰვილი_ ერთმანეთს სიტყვერად დაუპირისპირდნენ. კამათი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამოქმედო გეგმის პროექტმა გამოიწვია

ლევან დავითაშვილი რომში IFAD-ის მმართველი საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობდა

18 თებერვალი, 2019 , 14:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, იტალიის რესპუბლიკის დედაქალაქ რომში, სოფლის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მმართველი საბჭოს 42-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა. სესია, რომელსაც 190

დავით ჭიჭინაძე ვარაუდობს, რომ უმრავლესობას შვიდი დეპუტატი დატოვებს, რის შემდეგაც „ევროპული საქართველო“ უმცირესობის სტატუსის გარეშე დარჩება

18 თებერვალი, 2019 , 13:05

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ვარაუდობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას შვიდი დეპუტატი დატოვებს, რის შემდეგაც „ევროპული საქართველო“ საპარლამენტო უმცირესობის სტატუსის გარეშე დარჩება. როგორც პირველ არხს ჭიჭინაძემ განუ