უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

9 ნოემბერი, 2019 15:35
font-size

Ryanair-ი უკვე თბილისსა და ქუთაისშია, რაც ნიშნავს მეტ ქართველს ევროპაში და მეტ ევროპელ ტურისტს საქართველოში - გიორგი ჩოგოვაძე

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა და ცნობილმა ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა საქართველოს ბაზარზე ოპერირება ერთდროულად ორ აეროპორტში დაიწყო. პირდაპირი ავიარეისები მილანი-თბილისის მიმართულებით უკვე სრულდება, ასევე, ქუთაისიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით.

საქართველოს ავიაბაზარზე Ryanair-ის შემოსვლასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური მიღება გაიმართა.

ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე, სამოქალაქო ავიაციის დირექტორი ლევან კარანაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და ტავ ჯორჯიას ხელმძღვანელობა დაესწრო.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს დედაქალაქში ამ მასშტაბის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას. Ryanair-ი უკვე თბილისსა და ქუთაისშია, რაც ნიშნავს მეტ ქართველს ევროპაში და მეტ ევროპელ ტურისტს საქართველოში. ამ ეტაპზე Ryanair თბილისიდან მილანის მიმართულებით, ხოლო ქუთაისიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით შეასრულებს რეისებს. რაც შეეხება კიოლნს, გაზაფხულიდან დაემატება ეს მიმართულება თბილისის აეროპორტს. ეს რაც ამ ეტაპზეა ცნობილი,‘’- განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ორგანიზებით, მილანიდან ჩამომფრენ და გამფრენ მგზავრებს სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. მგზავრებს აეროპორტში ქართული ხალხური სიმღერების შესრულებით ანსამბლი ,,დიდგორი“ დახვდა.

ავიაკომპანია Ryanair-თან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” მოლაპარაკებებს რამდენიმე წლის განმავლობაში აწარმოებდნენ. თუმცა, მოლაპარაკებების საბოლოო ფაზა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და 21 აგვისტოს ავიაკომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდა. შედეგად დღეს Ryanair-ი უკვე საქართველოშია და ფრენებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად საქართველოს ორი აეროპორტიდან, ბოინგ 737 ტიპის საჰაერო ხომალდებებით ასრულებს.

`საინვესტიციო ფონდების შესახებ` კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

5 ივნისი, 2020 , 17:15

ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრისა (BEC) და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, "

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა ისრაელის უმსხვილეს ბიზნესგაერთიანებასთან თანამშრომლობას აღრმავებს

5 ივნისი, 2020 , 17:00

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და ისრაელის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანება Lahav თანამშრომლობის ახალ ფორმატზე შეთანხმდნენ. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატაში აცხადებენ, რომ Lahav-თან პარტნიორობა საუკეთესო პლატფორმაა ისრაე

დღეის მდგომარეობით, საფინანსო სისტემას უცხოური ვალუტის ჭარბი ლიკვიდობა აქვს, ამავე დროს, გაზრდილია მოთხოვნა ეროვნულ ვალუტაზე - კობა გვენეტაძე

4 ივნისი, 2020 , 17:00

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საკუთარი მანდატის ფარგლებში, ეკონომიკასა და ფინანსურ სექტორზე „კოვიდ-19“-ის ზეგავლენის შერბილების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაატარა, – ამის შესახებ ეროვნულ

მიმდინარე პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა მინუს 4 პროცენტი იქნება, რაც ადგილობრივი და საგარეო მოთხოვნის კლების შედეგია - კობა გვენეტაძე

4 ივნისი, 2020 , 16:40

კორონავირუსის პანდემია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთლიანად მსოფლიოსთვის გლობალურ გამოწვევად იქცა. პანდემიის შედეგები ინფლაციაზე ძირითადად რამდენიმე არხით აისახება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა,

საერთაშორისო რეზერვების ადეკვატური დონე საგარეო შოკებისადმი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია - კობა გვენეტაძე

4 ივნისი, 2020 , 15:55

სავალუტო პოლიტიკის გატარებისას, ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნების ამოცანასაც ითვალისწინებდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბი

მთლიანად საკრედიტო-საგარანტიო სქემისთვის 330 მილიონი ლარის ბიუჯეტი გამოიყოფა - ნათია თურნავა

4 ივნისი, 2020 , 15:55

საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ცვლილებები შედის - პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარიდან 300 მილიონ ლარამდე იზრდება. ცვლილების პროექტი დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა. ამასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრად

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!