უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 მაისი, 2018 16:46
font-size

სააგენტოს `აწარმოე საქართველოში` მიხეილ ხიდურელი უხელმძღვანელებს

ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მიხეილ ხიდურელი უხელმძღვანელებს.

აღნიშნულ თანამდებობაზე ის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წარადგინა.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, მიხეილ ხიდურელი ამ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში შეირჩა.

"ყველას კარგად მოეხსენება, თუ რა ძალისხმევას ხარჯავს საქართველოს მთავრობა საქართველოში წარმოების განვითარებისათვის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის და ზოგადად, მეწარმოების განვითარებისთვის. ამ მიმართულებით ჩვენ 2014 წელს დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი - "აწარმოე საქართველოში". შემდგომ ეს პროექტი გადაიზარდა სააგენტოდ, რომელსაც დღეს ჰქვია სააგენტო "აწარმოე საქართველოში". ძალიან მნიშვნელოვანია, ამ სააგენტოს როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.

პროგრამის დაწყებიდან დღემდე 5313 ბენეფიციარი გვყავს, მათ შორის, 355 საწარმოა დაფინანსებული და მთლიანი საინვესტიციო მოცულობა, რომელსაც პროგრამამ ხელი შეუწყო 870 მილიონ ლარზე მეტია, ხოლო სამუშაო ადგილების რაოდენობა 14000-ს აღწევს.

ჩვენ საკმაო ხანია ვეძებთ ხელმძღვანელს აღნიშნული სააგენტოსთვის. კონკურსი აპრილის დასაწყისში გამოვაცხადეთ და დღეს მინდა ამ კონკურსის შედეგი გაგაცნოთ. მინდა, წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც უხელმძღვანელებს სააგენტოს, ეს არის მიხეილ ხიდურელი. ბატონ მიხეილს აქვს ძალიან კარგი განათლება მიღებული. ის არის ნამუშევარი როგორც საქართველოში ასევე, უცხოეთში. ბოლო პერიოდის განმავლობაში ბატონ მიხეილს და მის პარტნიორებს ჰქონდათ შექმნილი საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ქართველ მეწარმეებს ეხმარებოდა ევროპის ბაზარზე შეღწევაში და იმ სტანდარტების დანერგვაში, რომელიც არის ესოდენ მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქართული პროდუქცია და ბიზნესი შევიდეს ევროპულ ბაზარზე. მინდა, მას ძალიან დიდი წარმატება ვუსურვო", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მიხეილ ხიდურელს განათლება მიღებული აქვს ლონდონში ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. ხიდურელმა პირველ ვიცე-პრემიერს წარდგენის მადლობა გადაუხადა.

ხიდურელის თქმით, მისთვის სასიხარულოა, რომ უხელმძღვანელებს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში".

"ვგეგმავთ შევქმნათ და კონსოლიდირება გავუკეთოთ საქართველოში საინვესტიციო პროექტებს და მოვაქციოთ ერთ საერთო პლატფორმაში, რომელიც საინტერესო იქნება კომერციულად ინვესტორისთვის და ასევე, იქნება წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ჯერ კიდევ განუვითარებელი და ნაკლებად განვითარებული სექტორების გამოსაფხიზლებლად. ასევე ვგეგმავთ გადავხედოთ საქართველოს საექსპორტო სამიზნე ქვეყნების სიას, რომ მოხდეს სწორად შერჩეული ქართული პროდუქციის სწორი პოზიციონირება პრიორიტეტულ ბაზრებზე. გარდა ამისა, ადგილობრივი მეწარმეობის კუთხით ვფიქრობ, რომ სააგენტო კიდევ უფრო აქტიურად და ახლოს უნდა მუშაობდეს ქართულ ბიზნესთან. ეს არის კრიტიკული ფაქტორი, რადგან მიმაჩნია, რომ იმისთვის, რომ ქართულმა კომპანიამ ექსპორტზე გაიტანოს რაიმე პროდუქცია ან გაზარდოს თავისი გეოგრაფიული არეალი, პირველ რიგში, ის ძლიერი და განვითარებული უნდა იყოს იმ ბაზარზე, რაზეც ოპერირებს. შესაბამისად, ვგეგმავთ კერძო სექტორთან დიალოგს და მათ პრობლმებზე, ხედვებზე და გეგმებზე საუბარს", - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი

18 აპრილი, 2024 , 19:05

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ  კანონის ხელახლა დაინიცირების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი