უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

14 ივლისი, 2017 18:00
font-size

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ბენეფიციარის პროდუქცია ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ დახლებზე გამოჩნდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, მიკრომეწარმემ ელიზა გოგოლაძემ საკუთარი პროდუქციის, კერძოდ, გირჩის მურაბის რეალიზაცია ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ ქსელში შეძლო.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომში, სოფელ ტიმოთესუბანში ელიზა გოგოლაძე ფიჭვის მტვერსა და გირჩის მურაბას სახლის პირობებში ამზადებდა, ხოლო მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიღებული 5 000 ლარიანი თანადაფინანსებითა და გაწეული კონსულტაციების შემდგომ ფიჭვის მტვრისთვის გასაშრობი სათბურის აშენება და კეთილმოწყობა შეძლო.

გაფართოების შედეგად პროგრამის ბენეფიციარმა მნიშვნელოვნად გაზარდა წარმოების მოცულობა და საკუთარი პროდუქციის განვითარების მიზნით მონაწილეობა მიიღო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ შეთავაზებულ მარკეტინგულ მხარდაჭერაში, რის ფარგლებშიც უფასო საკონსულტაციო მომსახურებები და სასწავლო კურსები გაიარა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ აღნიშნული მარკეტინგული მომსახურების მეშვეობით ელიზა გოგოლაძემ საკუთარი პროდუქციის ბრენდირება მოახდინა და სამიზნე ბაზრებიც წარმატებით აითვისა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის "აწარმოე საქართველოში" მიერ განხორციელებული მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა ხელს უწყობს რეგიონული მოსახლეობის გააქტიურებას წამოიწყონ ან გააფართოვონ საკუთარი ბიზნესი. ფინანსური დახმარების გაწევის გზით რეგიონის მაცხოვრებლებს ეძლევათ შესაძლებლობა წამოიწყონ საკუთარი საქმე, ხოლო საკონსულტაციო კომპონენტის არსებობა უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების ცოდნის ამაღლებას ბიზნესის კეთების კუთხით.

აღსანიშნავია, რომ ბოლო მონაცემებით მხარდაჭერილია 3 205 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მინიმალური მოცულობა შეადგენს 29 155 007 ლარს, ხოლო ჯამურად დასაქმდება 8 000-მდე ადამიანი, ამასთანავე თანადაფინანსების სახით გაიცა 22 942 704 ლარი, სადაც გვყავს 4 909 ბენეფიციარი.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

20 ივნისი, 2018 , 17:40

20 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4573 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4561 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში - 0. 0012 თეთრი შეადგინა. გამყარდა

ისრაელური ინვესტიციით ახალი საწარმო ამოქმედდა

20 ივნისი, 2018 , 17:40

პირველად საქართველოში, ქარელის რაიონის სოფელ ქვენატკოცაში ისრაელური ინვესტიციით გაიხსნა ხილის გაყინვის საწარმო GlenBerries, რომელიც ქართულ ხილს ევროპასა და ისრაელში ექსპორტზე გაიტანს. საწარმოში ინვესტირებულია 2 მილიონი დ

ჭარბვალიანობა დღეს ახრჩობს ქვეყანას - მამუკა ბახტაძე

20 ივნისი, 2018 , 16:50

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის თქმით, ჭარბვალიანობა დღეს ახრჩობს ქვეყანას და ის ადამიანებს სრულფასოვანი ეკონომიკური ცხოვრების საშუალებას არ აძლევს. როგორც ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით

ინვესტიციების დაცვის ახალი ფორმატი

20 ივნისი, 2018 , 16:05

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ინიციატივით, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში გერმანიის ბიზნეს ასოციაციის, პოლონურ-ქართული სავაჭრო პალატის, საქართველოს ისრაელის ბიზნეს პალატის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალ

ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა აუცილებელია ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის სრულფასოვნად ასათვისებლად - მამუკა ბახტაძე

18 ივნისი, 2018 , 16:15

საქართველოს ტრანზიტული პოტენციალის სრულფასოვნად გამოყენებისთვის აუცილებლად სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამ

დღგ-ის გამარტივებული და ავტომატური დაბრუნების რეფორმის ფარგლებში, უკვე დაბრუნებული გვაქვს 200 მლნ ლარი, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია - ცოტნე ყავლაშვილი

16 ივნისი, 2018 , 15:15

დღგ-ის გამარტივებული და ავტომატური დაბრუნების რეფორმის ფარგლებში, უკვე დაბრუნებული გვაქვს 200 მლნ ლარი, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. 6 თვის მდგომარეობთ ჩვენ გავალთ შარშანდელ წლიურ მაჩვენებელზე, რაც მნიშვნელოვანი პოზიტ

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან