უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 დეკემბერი, 2019 16:30
font-size

სააგენტოს `აწარმოე საქართველოში` მუშაობა არაეფექტურია - „ლელოს` ეკონომიკური გუნდის წევრი გიგლა მიქაუტაძე

„სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მუშაობა არაეფექტურია“ - ამის შესახებ ,,ლელოს’’ ეკონომიკური გუნდის წევრმა გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, გასულმა შვიდმა წელმა აჩვენა, რომ “ქართული ოცნების“ მთავრობას სერიოზული ინვესტორები არ ენდობიან და არ ინტერესდებიან საქართველოში ინვესტირებით. აქედან გამომდინარე, გიგლა მიქაუტაძის თქმით, მთავრობის ნებისმიერი ახალი გეგმა თუ დაპირება მხოლოდ ცარიელი სიტყვები და ტყუილია.

„ქვეყანაში შემოსული ინვესტიციები წლიდან წლამდე იკლებს და ამაზე პასუხისმგებლობა, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ეკისრება, რომლის პირდაპირი ფუნქციაა ქვეყნის ცნობადობის გაზრდა და პოტენციურ ინვესტორებთან მუშაობა. 2019 წლის 3 კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17%-ით, ხოლო 2017 წლის მონაცემებთან მიმართებით 37 %-ით არის შემცირებული. სააგენტოს მუშაობა არაეფექტურია სხვა მიმართულებებშიც. მაგალითად, ბუტაფორიული პროგრამა "საკრედიტო-საგარანტიო ფონდის" სახით, რომელსაც უნდა გაეზარდა მცირე და საშუალო მეწარმეების წვდომა ფინანსებზე, რეალურად არ ფუნქციონირებს. აღნიშნულ ფონდში, თითქოსდა, აკუმულირებული 20 მლნ ლარით ჯერჯერობით არც ერთი კომპანია არ დაფინანსებულა. ფაქტია, რომ ყოველწლიურად სააგენტო ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავს სხვადასხვა პროგრამაზე, თუმცა მან ვერ უზრუნველყო ქვეყანაში მნიშვნელოვანი რაოდენობის ახალი სამუშაო ადგილი და დასაქმების ბაზარზე ვითარების გაუმჯობესება’’, - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი