უახლესი ამბები
- 25.04.2024 14:27ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო
- 25.04.2024 13:43საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს
- 25.04.2024 13:33პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება
- 25.04.2024 13:21ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება მოვიქცეთ ჩვეულებრივად, ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია - მიხეილ სააკაშვილი
- 25.04.2024 12:59საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
მოზაიკა
სააღდგომო დღეებში საქართველოში არამდგარდი ამინდი იქნება
სინოპტიკოსები საქართველოში აღდგომის სადღესასწაულო დღეებში არამდგრად ამინდებს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, 14 აპრილს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში.
ჰაერის ტემპერატურას რაც შეეხება, დასავლეთ საქართველოში ბარში მოსალოდნელია +12, +17, მთაში ასევე +12, +17 და მაღალ მთაში +7, +12 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში იქნება +17, +22; მთაში +13, +18 და მაღალ მთაში +9, +14 გრადუსი.
14 აპრილს იწვიმებს თბილისშიც. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, დროგამოშვებით ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +20 გრადუსი იქნება.
15 აპრილს წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში. დასავლეთში იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი, დასავლეთის ქარის სიჩქარე 20-25 მეტრ/წამს მიაღწევს.
დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა იქნება: ბარში +14, +19; მთაში +10, +15; მაღალ მთაში +7, +12 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურაა: ბარში +14, +19; მთაში +11, +16; მაღალ მთაში +8, +13 გრადუსი.
თბილისში 15 აპრილს, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, დროგამოშვებით ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +18 გრადუსი იქნება.
აღდგომას, 16 აპრილს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში კი, ხანმოკლე წვიმას ელიან. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში.
დასავლეთში ჰაერის ტემპერატურა იქნება: ბარში +19, +24; მთაში +16, +21; მაღალ მთაში +12, +17 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: ბარში +12, +17; მთაში +13, +18; მაღალ მთაში +8, +13 გრადუსი.
აღდგომას, თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +17 გრადუსს მიაღწევს.
ნინო ექვთიმიშვილი