უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

14 აპრილი, 2017 09:00
font-size

სააღდგომო დღეებში საქართველოში არამდგარდი ამინდი იქნება

სინოპტიკოსები საქართველოში აღდგომის სადღესასწაულო დღეებში არამდგრად ამინდებს პროგნოზირებენ.

როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დღეს 14 აპრილს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში.

ჰაერის ტემპერატურას რაც შეეხება, დასავლეთ საქართველოში ბარში მოსალოდნელია +12, +17, მთაში ასევე +12, +17 და მაღალ მთაში +7, +12 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში იქნება +17, +22; მთაში +13, +18 და მაღალ მთაში +9, +14 გრადუსი.

დღეს იწვიმებს თბილისშიც. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, დროგამოშვებით ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +20 გრადუსი იქნება.

15 აპრილს წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში. დასავლეთში იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი, დასავლეთის ქარის სიჩქარე 20-25 მეტრ/წამს მიაღწევს.

დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა იქნება: ბარში +14, +19; მთაში +10, +15; მაღალ მთაში +7, +12 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურაა: ბარში +14, +19; მთაში +11, +16; მაღალ მთაში +8, +13 გრადუსი.

თბილისში 15 აპრილს, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, დროგამოშვებით ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +18 გრადუსი იქნება.

აღდგომას, 16 აპრილს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში კი, ხანმოკლე წვიმას ელიან. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში.

დასავლეთში ჰაერის ტემპერატურა იქნება: ბარში +19, +24; მთაში +16, +21; მაღალ მთაში +12, +17 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: ბარში +12, +17; მთაში +13, +18; მაღალ მთაში +8, +13 გრადუსი.

აღდგომას, თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +17 გრადუსს მიაღწევს.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი