უახლესი ამბები
- 18.11.2025 13:58საქართველოს ნაკრები დღეს შეხვედრას ბულგარეთთან გამართავს- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი
- 18.11.2025 12:14მცდელობასაც კი არ დავუშვებთ, ნებისმიერმა არაკეთილმოსურნემ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებს არათუ ხელი შეუშალოს, თუნდაც რეპუტაციული ზიანი მიაყენოს - მარიამ ქვრივიშვილი
- 18.11.2025 12:02მოვუწოდებთ მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა - სურსათის ეროვნული სააგენტო
- 18.11.2025 11:55პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს
- 18.11.2025 11:47ისწავლე AI-ს საფუძვლები საქართველოს ბანკის დაფინანსებით - საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
არქივი
პოლიტიკა
სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ არის ქართველი და არასოდეს შეწყვეტს ქართველობას - უკრაინის ელჩი
გუშინ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქრთველოში უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვთან შეხვედრა გაიმართა.
დოლგოვის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებული საკითხის გარდა, მხარეებმა სხვა თემებიც განიხილეს, მათ შორის პანდემიასთან ბრძოლის კუთხით.
„პირველ რიგში, მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ არასოდეს ვზღუდავთ მხოლოდ ერთი საკითხით ჩვენს დისკუსიებს, რომელიც ასეთ მაღალ დონეზე იმართება. თუნდაც ეს იყოს ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული. ასე რომ, ჩვენ სხვა ბევრი საკითხიც განვიხილეთ, მათ შორის პანდემიასთან ბრძოლს საკითხი.
ასევე შევეხეთ დღეს მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის თემას, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაციის საკითხს, მომავალ დახმარებასა და სხვა საკითხებს“,- განაცხადა იგორ დოლგოვმა.
რაც შეეხება უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, ელჩის თქმით, „უკრაინის პოზიციაა, რომ სააკაშვილი არ არის ოფიციალური პირი უკრაინაში, არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ არის ქართველი და არასოდეს შეწყვეტს ქართველობას“.
„რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საკითხი იყო სააკაშვილის განცხადება, რომელიც საქართველოში სიტუაციას ეხება. უკრაინის პოზიცია არის, რომ სააკაშვილი არ არის ოფიციალური პირი უკრაინაში, ის არ არის აღმასრულებელი შტოს ნაწილი, ის არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ არის ქართველი და არასოდეს შეწყვეტს ქართველობას.
საქართველო მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, არა მხოლოდ წარსული პოლიტიკური, არამედ ახლაც, საქართველო სულ მის გულშია.
ერთმანეთთან სასაუბრაოდ სპეციალური ნოტები არ გვჭირდება, ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ. სატელეფონო ზარი საკმარისია ან შეხვედრა, თუ საჭიროა.
სააკაშვილის საკითხი დღის წესრიგში არის“,- განაცხადა უკრაინის ელჩმა.
საკვანძო სიტყვები:
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა
17 ნოემბერი, 2025 , 13:08
ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ - ისინი პარლამენტის არჩევნებზე ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოში შეძლებენ
17 ნოემბერი, 2025 , 12:57
ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება, ბიზნესომბუდსმენი გადავა ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში
17 ნოემბერი, 2025 , 12:42

