უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 აგვისტო, 2020 16:20
font-size

სააკაშვილი მოწყვეტილია ობიექტურ რეალობას - ნინო ბურჯანაძე

„ვფიქრობ, სააკაშვილი მოწყვეტილია ობიექტურ რეალობას და მას არ ესმის, რომ როდესაც ის ხალხთან კოალიციაზე ლაპარაკობს საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს მასთან კოალიცია არ უნდა,” - ასე ეხმაურება ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ის განწყობა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებაში ქმნის, ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს.

„ვფიქრობ, სააკაშვილი მოწყვეტილია ობიექტურ რეალობას და მას არ ესმის, რომ როდესაც ის ხალხთან კოალიციაზე ლაპარაკობს საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს მასთან კოალიცია არ უნდა. მას უბრალოდ არ ესმის, რომ საქართველოში არის განწყობა, როდესაც ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას არ უნდა ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, მაგრამ არც მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთპიროვნული მმართველობა. ის, რასაც სააკაშვილი ამბობს, რომ ერთპიროვნულად გაიმარჯვებს და ერთპიროვნულად მოვა თავის პარტიასთან ერთად ხელისუფლებაში, ასეთი განცხადება მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს, როდესაც პოლარიზებას ახდენს და კვლავ ამომრჩეველს ახსენებს იმ რეალობას, რომ შეიძლება დადგეს არჩევანის წინაშე – ბიძინა თუ მიშა, ”- აცხადებს ბურჯანაძე.

მისივე თქმით, საქართველოში ერთპიროვნული მმართველობა უნდა დასრულდეს.

„ჩემმა პარტიამ, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ იმისთვის იბრძოლა, რომ ერთად მოგვეპოვებინა კონსტიტუციური ცვლილებები, მიგვეცა ქართველი საზოგადოებისათვის მრავალპარტიული პარლამენტის არჩევის შანსი, რომ გამოირიცხოს ერთპიროვნული მმართველობა ვინმესი, – ბიძინასი, მიშასი. დღეს გადარჩენაა, არა ერთპიროვნული მმართველობის მოპოვების მცდელობა რომელიმე პარტიის მხრიდან, არამედ მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც პროფესიონალებით დაკომპლექტებულ პარლამენტს შესთავაზებდა საზოგადოებას. არასდროს დამიმალავს, რომ ჩემი ამოცანა ნამდვილად არ არის ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ გაშვება და რამენაირად ხელშეწყობა მიშა სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“. ჩემი ამოცანაა რომ ბიძინა ივანიშვილი წავიდეს ხელისუფლებიდან, მაგრამ მოვიდეს არა რომელიმე ერთი პარტია, არამედ მრავალპარტიული პარლამენტი ქვეყანაში“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ნინო ბურჯანაძემ.

ბოკუჩავა თურნავას: ზევსი რომ გგონიათ ოლიმპოს მთაზე მოკალათებული, ის ადამიანი სინამდვილეში ერთი ჩვეულებრივი თაღლითია

18 სექტემბერი, 2020 , 17:30

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლილსას ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის გამო გააკრიტიკა. მისი განცხადებით, მოსახლეობა

რეალობას მოწყვეტილი მთავრობა სხვა საქართველოზე საუბრობს - გიორგი ვაშაძე

18 სექტემბერი, 2020 , 17:30

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას კატასტროფულს უწოდებს და აცხადებს, რომ ამ სიმძიმეს ეროვნული ვალუტის კურსი ყველაზე მეტად გამოხატავს. ვაშაძის გ

ბიძინა ივანიშვილს საქართველო წარმოუდგენია, როგორც თავისი დენდროლოგიური პარკი - ზურაბ ჭიაბერაშვილი

18 სექტემბერი, 2020 , 16:15

„ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას მიმართავს. ჭიაბერაშვილის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებამ ჩააგდო

„ჩვენი საქართველო` ელიტურ კორუფციაზე ეკონომიკის მინისტრს, პასუხს კიდევ ერთხელ სთხოვს

18 სექტემბერი, 2020 , 16:15

პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი" ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას პარლამენტში მისვლას ეხმაურება. პარტიის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მათი არაერთი მცდელობის მიუხედავათ, თურნავამ კომპანია „ელგ

კაპანაძე თურნავას: როდესაც დაინფიცირების ზრდა დიდი არ იყო, ბუზს ესროლეთ ქვემეხი და ახლა სტატისტიკის უკან იმალებით

18 სექტემბერი, 2020 , 16:15

„ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ეკონომიკის მინისტრს აკრიტიკებს და ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. სერგი კაპანაძის თქმით, ყველა ის მონაცემი, რაც მოიყვანა მინისტრმა არის ტყუილ

სალომე ზურაბიშვილი - პანდემიის მიუხედავად, მრავალეროვანი სწავლების საქართველოში ჩატარება მუდმივად მზარდი თანამშრომლობის ნათელი მაგალითია

18 სექტემბერი, 2020 , 12:25

სწორედ თანამედროვე, ნატო-სთან თავსებადი თავდაცვის ძალები და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გვაახლოვებს ალიანსის წევრობასთან, რომელიც არის ჩვენი მყარი მიზანი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზ